მზის სხივებით გამთბარ მაისის ერთ თბილ დღეს, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში ზღაპარი გაცოცხლდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართულ- უცხოური ზღაპრების და კომიქსების პერსონაჟები: ჯადოქრები, პრინცესები, გაუცინარი ხელმწიფე, მეფის ასული, ჯუჯები, რწყილი, ჭიანჭველა, კომბლე, წუნა, წრუწუნა, მელაკუდა, ნაცარქექია, მინიონი, სპაიდერმენი, ბეტმენი, ჰალკი და დევიც კი...
ქართული და უცხოური ზღაპრების პერსონაჟები ერთად ქმნიდნენ ახალ ამბავს – მსჯელობდნენ, მეგობრობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ბავშვების ფერად ფანტაზიას სცენა ვეღარ იტევდა – იქ ხდებოდა ყველაფერი, რაც წესით მხოლოდ წიგნებშია შესაძლებელი.
ეს არ იყო უბრალოდ წარმოდგენა – ეს იყო ნამდვილი ზღაპრის დღე, სადაც ჩვენ ყველანი ვიყავით არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ ამ ჯადოსნური ამბის სრულფასოვანი მონაწილეები.
იხილეთ ამ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი და დატკბით მათი დაუვიწყარი პერსონაჟებით, ზღაპრული გარემოთი და პედაგოგების სიყვარულით შექმნილი სითბოთი.