გაკვეთილის მიზანი: სუბიექტური რეალობის არსებობის გაცნობიერება, სტერეოტიპების გავლენა და მათი მოქმედება.
შედეგები: აღქმის ილუზიები და სუბიექტურობის გააზრება. პროფესიის არჩევაზე მოქმედი სტერეოტიპების და მათი მოქმედების რისკების გაცნობიერება.
პროფორიენტაციის რიგით მეორე გაკვეთილზე პედაგოგმა ირმა ლომიძემ
ისაუბრა სტერეოტიპების შესახებ, მან აღნიშნა: მიუხედავად ერთი შეხედვით მარტივი განსაზღვრებისა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სტერეოტიპების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მეცნიერთა ერთ ჯგუფი თვლის, რომ ეს არის კონკრეტული ინდივიდის პირადი რწმენები და მოლოდინები ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის შესახებ, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს იმ რწმენათა ერთობლიობაა, რომელსაც მოცემული კულტურის ფარგლებში იზიარებენ ადამიანები.
სოციალური ჯგუფების შესახებ რწმენის აღსანიშნად ტერმინი „სტერეოტიპი“ პირველად ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა გამოიყენა 1922 წელს თავის წიგნში „საზოგადოებრივი აზრი“. მან ეს ტერმინი საგამომცემლო ტერმინოლოგიიდან აიღო, სადაც ის ერთისა და იმავე ტექსტის მრავალჯერ დასაბეჭდად ერთხელ აწყობილი ლითონის ასოების ყალიბების აღსანიშნად გამოიყენებოდა. ლიპმანმა ტერმინი იმის აღსაწერად გამოიყენა, თუ როგორ იქმნიან ადამიანები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფების შესახებ წარმოდგენებს, განმეორებით მიაწერენ რა ერთსა და იმავე თვისებებს ერთ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს.
სტერეოტიპების დადებით თუ უარყოფით შედეგეზე დისკუსიაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, ცხარე კამათი გაიმართა სტერეოდიპების შეცვლისა თუ დანგრევის საკითხებზე. გამოიკვეთა აზრი, რომ სტერეოტიპები ხშირად არ იცვლება და მას სჭირდება დრო. მოიყვანეს მაგალითები: თუ როგორი დამოკიდებულება
იყო შავკანიანების მიმართ რამდენიმე ათწლეულის მანძლზე. ასევე იაპონელებისადმი დამოკიდებულება, რომელიც უაღრესად ნეგატიური იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც რადიკალურად შეიცვალა შემდგომ ათწლეულში. ამგვარად, დავასკვენით, რომ თურმე შესაძლებელია სტერეოტიპების შეცვლა.
საინტერესო გამოდგა
მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ბორინგის ორაზროვანი ნახატი. მასზე დაკვირვებით თითოეულმა
მოსწავლემ გამოთქვა საკუთარი აზრი და თავადვე ხაზავდნენ კონტურებს ნახატზე.
გაკვეთილს ესწრებოდა პროფორიენტაციის კურატორი ვარლამ მინდელი. მან მოსწავლეებსა და პედაგოგს მადლობა გადაუხადა და დიდი წარმატება უსურვა.
იხილეთ სრული ფოტომასალა
No comments:
Post a Comment