Thursday, June 12, 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპია

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ამაყობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებით!

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის – „თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ საფეხბურთო ტურნირში, ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და მეორე საპატიო ადგილი მოიპოვა!
ტურნირში მონაწილეობდნენ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები. ჩვენი სკოლის სპორტსმენებმა გამოიჩინეს მაღალი მოტივაცია, გუნდური სული და შემართება.
🏆 გულით ვულოცავთ ჩვენს ფეხბურთელებს, მათ სპორტის მასწავლებლებს და გულშემატკივრებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდს მომავალ სპორტულ შეჯიბრებებში!


Wednesday, June 11, 2025

'გმირების მემკვიდრეობა” -წიგნის პრეზენტაცია

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6გ კლასის მოსწავლეების მიერ, პროექტის ფარგლებში, შექმნილი წიგნის, ,,გმირების მემკვიდრეობის” პრეზენტაცია გაიმართა

📖ს წიგნი მოგვითხრობს იმ გმირებზე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, ნიჭი და ძალა საქართველოს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ და სახალხო გმირებზე, შეისწავლეს მათი ბიოგრაფიები, გააცოცხლეს ის ისტორიები, რომლებიც დღევანდელ თაობას ეროვნულ ფასეულობებს აცნობს და პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს!











წიგნი არის ორენოვანი, აქვს მინიჭებული QR კოდი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს მას.
ონლაინ ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:


Tuesday, June 3, 2025

#STEAM და #eTwinning ერთობლივ პროექტში ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა

🤩 სიხარულით გაცნობებთ, რომ სსიპ ქუთაისის №36 საჯარო სკოლა შეირჩა #STEAM და #eTwinning ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად!
📣 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის გზით 15 წარმატებული სკოლა გამოავლინა, მათ შორისაა ჩვენი სკოლაც !
💡პროექტი ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და მოსწავლეებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
💥 სკოლას გადაეცემა თანამედროვე STEAM Kit, ხოლო კლუბი „ჩხირკედელა“ გახდება ინოვაციების, კვლევისა და თანამშრომლობის ახალი სივრცე.
🌐პროექტები განთავსდება eTwinning-ის (ESEP) პლატფორმაზე და მოსწავლეები ითანამშრომლებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან.