
სიხარულით გაცნობებთ, რომ სსიპ ქუთაისის №36 საჯარო სკოლა შეირჩა
#STEAM და
#eTwinning ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ე
როვნულმა ცენტრმა კონკურსის გზით 15 წარმატებული სკოლა გამოავლინა, მათ შორისაა ჩვენი სკოლაც !

პროექტი ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და მოსწავლეებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

სკოლას გადაეცემა თანამედროვე STEAM Kit, ხოლო კლუბი „ჩხირკედელა“ გახდება ინოვაციების, კვლევისა და თანამშრომლობის ახალი სივრცე.

პროექტები განთავსდება eTwinning-ის (ESEP) პლატფორმაზე და მოსწავლეები ითანამშრომლებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან.
No comments:
Post a Comment