Thursday, June 12, 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპია

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ამაყობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებით!

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის – „თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ საფეხბურთო ტურნირში, ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და მეორე საპატიო ადგილი მოიპოვა!
ტურნირში მონაწილეობდნენ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები. ჩვენი სკოლის სპორტსმენებმა გამოიჩინეს მაღალი მოტივაცია, გუნდური სული და შემართება.
🏆 გულით ვულოცავთ ჩვენს ფეხბურთელებს, მათ სპორტის მასწავლებლებს და გულშემატკივრებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდს მომავალ სპორტულ შეჯიბრებებში!


Wednesday, June 11, 2025

'გმირების მემკვიდრეობა” -წიგნის პრეზენტაცია

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6გ კლასის მოსწავლეების მიერ, პროექტის ფარგლებში, შექმნილი წიგნის, ,,გმირების მემკვიდრეობის” პრეზენტაცია გაიმართა

📖ს წიგნი მოგვითხრობს იმ გმირებზე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, ნიჭი და ძალა საქართველოს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ და სახალხო გმირებზე, შეისწავლეს მათი ბიოგრაფიები, გააცოცხლეს ის ისტორიები, რომლებიც დღევანდელ თაობას ეროვნულ ფასეულობებს აცნობს და პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს!











წიგნი არის ორენოვანი, აქვს მინიჭებული QR კოდი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს მას.
ონლაინ ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:


Tuesday, June 3, 2025

#STEAM და #eTwinning ერთობლივ პროექტში ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა

🤩 სიხარულით გაცნობებთ, რომ სსიპ ქუთაისის №36 საჯარო სკოლა შეირჩა #STEAM და #eTwinning ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად!
📣 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის გზით 15 წარმატებული სკოლა გამოავლინა, მათ შორისაა ჩვენი სკოლაც !
💡პროექტი ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და მოსწავლეებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
💥 სკოლას გადაეცემა თანამედროვე STEAM Kit, ხოლო კლუბი „ჩხირკედელა“ გახდება ინოვაციების, კვლევისა და თანამშრომლობის ახალი სივრცე.
🌐პროექტები განთავსდება eTwinning-ის (ESEP) პლატფორმაზე და მოსწავლეები ითანამშრომლებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან.



Sunday, May 18, 2025

აურზაური საზღაპრეთში“ – მე-4 ა კლასის ჯადოსნური თავგადასავალი

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა ზღაპრების სამყაროში დაგვაბრუნეს უნიკალური, ფერებით სავსე და თბილი წარმოდგენით. ეს იყო ნამდვილი მაგია, სადაც ბავშვების შემოქმედებამ, ემოციებმა და ენერგიამ ერთად შექმნა დაუვიწყარი ღონისძიება!

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჯადოსნური კლასი – მეოთხე "ა", ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში. ამ კლასში ბავშვებს საოცარი ძალა ჰქონდათ – შეეძლოთ სიტყვებისთვის სუნთქვა შთაებერათ და ზღაპრები სცენაზე გადმოეტანათ. ასე დაიბადა დიდი იდეა – მოეწყოთ „აურზაური საზღაპრეთში“!
მზის სხივებით გამთბარ მაისის ერთ თბილ დღეს, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში ზღაპარი გაცოცხლდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართულ- უცხოური ზღაპრების და კომიქსების პერსონაჟები: ჯადოქრები, პრინცესები, გაუცინარი ხელმწიფე, მეფის ასული, ჯუჯები, რწყილი, ჭიანჭველა, კომბლე, წუნა, წრუწუნა, მელაკუდა, ნაცარქექია, მინიონი, სპაიდერმენი, ბეტმენი, ჰალკი და დევიც კი...
ქართული და უცხოური ზღაპრების პერსონაჟები ერთად ქმნიდნენ ახალ ამბავს – მსჯელობდნენ, მეგობრობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ბავშვების ფერად ფანტაზიას სცენა ვეღარ იტევდა – იქ ხდებოდა ყველაფერი, რაც წესით მხოლოდ წიგნებშია შესაძლებელი.
ეს არ იყო უბრალოდ წარმოდგენა – ეს იყო ნამდვილი ზღაპრის დღე, სადაც ჩვენ ყველანი ვიყავით არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ ამ ჯადოსნური ამბის სრულფასოვანი მონაწილეები.






იხილეთ ამ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი და დატკბით მათი დაუვიწყარი პერსონაჟებით, ზღაპრული გარემოთი და პედაგოგების სიყვარულით შექმნილი სითბოთი.


Monday, April 28, 2025

,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"

 მ/წლის 24 და 25 აპრილს მე-5ა, მე-5ბ და მე-5დ კლასებში მოვაწყვეთ პრეზენტაცია პროექტზე ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო".ეს სიტყვები გვახსენებს იმ დიდებულ წარსულს,როდესაც საქართველო ძლიერი და კულტურულად აყვავებული ქვეყანა იყო,თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ეპოქაში.ჩვენ გვქონდა ძლიერი არმია,განათლებული საზოგადოება და მდიდარი ხელოვნება.მაშინ აშენდა მრავალი ლამაზი ტაძარი,შეიქმნა უნიკალური ფრესკები და ხელნაწერები.ეს პერიოდი დღემდე გვაამაყებს და გვახსენებს,რომ დიდი წარსული გვავალდებულებს ღირსეულ მომავალს.

შესაბამისად,თემის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და გავუნაწილე ქვეთემები.მათ მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაცია.ამობეჭდეს, დახატეს და შექმნეს შესანიშნავი პროექტები.
ასეთი მუშაობით მოსწავლეებს უყალიბდებათ გუნდურობის,ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის უნარი.ისინი სწავლობენ, როგორ მოუსმინონ ერთმანეთის აზრს.დაისახონ საერთო მიზანი და იმოქმედონ ერთობლივად.ასევე, ჯგუფური მუშაობა ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას,კომუნიკაციის უნარებსა და შემოქმედებითობას,რაც,მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო ცხოვრებაში,ისე მომავალშიც.
წარმატებები შრომისმოყვარე,მიზანდასახულ მოსწავლეებს!







Friday, April 25, 2025

რას გვეტყოდა დედამიწა, საუბარი რომ შეეძლოს?

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დაწყებულ ტრადიციულ მარათონს დიდი ინტერესით შეუერთდნენ მე-5გ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი – ლია ბრეგაძე). მათ ამჯერად იმაზე დაფიქრდნენ, „რას გვეტყოდა დედამიწა, საუბარი რომ შეეძლოს?“ 🌍
პატარა ეკოლოგებმა საკუთარი ფიქრები ლამაზი ჩანახატებით დააფიქსირეს, წარმოიდგინეს დედამიწის ხმა და გააცნობიერეს, რომ ჩვენი პლანეტა განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ზრუნვასა და დაცვას საჭიროებს.
მოსწავლეთა ნამუშევრებში აისახა სიყვარული ბუნებისადმი და პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე. 🌱🌍









თემა: "კახეთის მხსნელი გმირები" — ინტეგრირებული პროექტი

მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი შემოქმედებითი მოგზაურობა განახორციელეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპოქაში — 1659 წლის კახეთის აჯანყებაში. მათი ინტერესის ცენტრში მოექცა ქართული კლასიკური ლიტერატურის მარგალიტი — აკაკი წერეთლის მოთხრობა „ბაში-აჩუკი“.

ნაწარმოების ანალიზის შემდეგ მოსწავლეებმა ერთად უყურეს ფილმს „ბაში-აჩუკი“, რაც დაეხმარათ სიუჟეტის ვიზუალურ აღქმაში.
ამ უნიკალური პროექტის მეშვეობით მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ, არამედ განივითარეს კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობის უნარი და პასუხისმგებლობა საერთო მიზნის მიმართ
.მოსწავლეებმა გვიჩვენეს, რომ გმირობა არ არის მხოლოდ ხმლით ბრძოლა — გმირობაა მამაცობა, ერთგულება და თავგანწირვა სიმართლისთვის.
თაობა, რომელიც წარსულს სწორი ხედვითა და პატივისცემით ეკიდება ყოველთვის შეძლებს ძლიერი მომავლის შექმნას.