სკოლის, მოსწავლეთა მიღწევები

კონკურსის "ვწერ თავისუფალ თემას" ყველა ფინალისტს (ჟიურიმ გუშინ 201 მოსწავლე შეარჩია დასკვნით ტურში მონაწილეობის მისაღებად) დღეს ორგანიზატორებმა შეტყობინება და მოწვევა გაუგზავნეს.
მათ შორისაა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ კაკიტაძე. Mariam Kakitadze
ვულოცავთ მარიამს ამ შესანიშნავ წარმატებას და ახალ მნიშვნელოვან მიღწევებს ვუსურვებთ.
შეგახსენებთ, კონკურსში საქართველოდან 1250 მოსწავლე დარეგისტრირდა და თავისუფალ თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) დარბაზში.
კონკურსის ფინალი გაიმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 2023 წლის 27 მაისს, დღის 12 საათზე.



No comments:

Post a Comment