Thursday, November 30, 2017

გაკვეთილი ისტ-ში "ფაილი და საქაღალდე,მასთან დაკავშირებული მოქმედებები".

   2017 წლის 28 ნოემბერს მე-5გ კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე „ფაილი და საქაღალდე, მასთან დაკავშირებული მოქმედებები“.
  ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშეშესაბამისად აღნიშნული საკითხი საინტერესო და აქტუალური იქნება ნებისმიერი პროფესიის დაუფლების მსურველთათვისმოცემული თემის გამოყენება შესაძლებელიაროგორც სწავლებისასევე დასაქმებისა დაყოველდღიური საქმიანობის პირობებში.


გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეს გაეცნობიერებინა 
მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის 
იერარქია (ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე); დაეჯგუფებინა ფაილები საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეები ქვესაქაღალდეებად, გააზრებულად მიენიჭებინათ სახელწოდებები საქაღალდეებსა და ქვესაქაღალდეებისთვის, ლოგიკურად დაელაგებინათ ფაილები და საქაღალდეები მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნის და წაკითხვის მიზნით. 


მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს გაკვეთილის თემა, დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი, იმუშავეს ხალისითა და მონდომებით, მოტივაცია იყო მაღალი. მათ საუკეთესოდ შეძლეს საკითხის გაგება. 

გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი. პედაგოგის მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება მათი მაქსიმალური ჩართულობა და აქტიური სწავლა.






შენსკენ სავალო გზები




სსიპ ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად მოსწავლეებმა სსიპ ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად მოსწავლეებმა სპექტაკლი "შენკენ სავალი გზები" დადგეს. შემოქმედებითი საღამოს მიზანი იყო ასობით მოწყალების მისაღებად ქუჩაში გამოსულ თანატოლებს უკეთესი მომავლის დაგეგმვაში დაეხმაროს.

სპექტაკლის რეჟისორი სკოლის თეატრალური ხელოვნების პედაგოგი,მესხიშვილის თეატრის მსახიობი ვახტანგ ამანათიძე იყო.





პერსონაჟების როლები წარმატებით მოირგეს შემდეგმა მოსწავლეებმა:ქეთი კვირიკაძე, არჩილ ამანათიძე,თორნიკე კახიანი, ნიკო ხანთაძე,ანეტა აფხაიძე და მარი ჩაფიძე.წარმატებებს გისურვებთ ბატონო ვახტანგ თქვენს მოსწავლეებთან ერთად.დადგეს. შემოქმედებითი საღამოს მიზანი იყო ასობით მოწყალების მისაღებად ქუჩაში გამოსულ თანატოლებს უკეთესი მომავლის დაგეგმვაში დაეხმაროს.
სპექტაკლის რეჟისორი სკოლის თეატრალური ხელოვნების პედაგოგი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ვახტანგ ამანათიძე იყო.პერსონაჟების როლები კი წარმატებით მოირგეს შემდეგმა მოსწავლეებმა:ქეთი კვირიკაძე, არჩილ ამანათიძე,თორნიკე კახიანი, ნიკო ხანთაძე,ანეტა აფხაიძე და მარი ჩაფიძე .




იხილეთ სრული ფოტომასალა