საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 5 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
პეციალური ხსნარით დამუშავდა შენობების შიდა პერიმეტრი. დეზინფექცია დილით მეოთხე სართულიდან დაიწყო და მოიცვა შენობის მთელი სივრცე: საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები, დერეფნები, დამხმარე სათავსოები, საპირფარეშოები, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კვების ობიექტი. სადენზიფექციო სამუშაოები შეასრულა შპს ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის სამსახურმა . სამსახურის დირექტორი მალვინა მანდარია. სკოლა დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო მაღალი აქტიური ხსნარით, რომელსაც გააჩნია სადეზინფექციო ფართო სპექტრი. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლის სპეციალური ხსნარით ერთხელ დამუშავება საკმარისია, რომელიც 2 დღის შემდეგ გაიწმინდება სველი წესით ჯანდაცვის, სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების დაცვით.
გისურვებთ ჯანმრთელობას.