Friday, September 30, 2022

ევროპისა და საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2022-2023წ.

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის ა.ა.ი.პ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ეგ.ნინოშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების ბაღში მოაწყო საზეიმო გახსნა "". ჩვენი, სსიპ ქალაქცქუთაისის #36 საჯარო სკოლის სახელით საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო VIდ კლასის მოსწავლემ მარიამ მასხარაშვილმა მან შეასრულა მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ნომერი ქალაქის მერმა და დამსწრე საზოგადოებამ გადაუხადა მადლობა.

მოეწყო ამხანაგური თამაში კალათბურთში. ქალაქის სხვადასხვა სკოლებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლის ვაჟთა გუნდი. ასევე ჩატარდა მარათონული რბენა გოგონებსა და ვაჟებს შორის პირველი ადგილით დაჯილდოვდა მე-7ბ კლასის მოსწავლე ლილე ქობულაძე ხოლო III ადგილი ვაჟებს შორის დაიკავა მიშიკო ბალანჩივაძემ.
ეს დასაწყისია!
წინ, ერთად წარმატებისკენ!







Wednesday, September 28, 2022

პროექტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში -პედაგოგი თინათინ ჩიხლაძე

 მე-7გ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში განახორციელეს პროექტი, რომელიც დაუკავშირეს ნასწავლ მასალას. (პედაგოგი თიკო ჩიხლაძე) მათ ისწავლეს ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე და თავადაც მიმართეს აუდიტორიას, ზოგმა სკოლის პირველი დღე მიულოცა თანატოლებს, ზოგმა ცხოველთა დამცველი კლუბის გახსნის შესახებ ისაუბრა და ა. შ. მოსწავლეებმა საინტერესოდ და ორიგოინალურად წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები და მაღალ დონეზე შეძლეს პრეზენტირების უნარის გამოვლენა.
















Friday, September 9, 2022

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა eTwinning"-ის პლატფორმაზე განხორციელებული პროექტებისთვის

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მარიამ აბულაძე და ნატალია თურქაძე თავიანთი მოსწავლეებით 2021-22 სასწავლო წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო პროექტში "Our happy future / ბედნიერი მომავალი " , რომელიც ხორციელდებოდა eTwinning"-ის პლატფორმაზე ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად. აღნიშნული პროექტი შეფასდა შესაბამისი კომისიი მიერ და დაჯილდოვდა ეროვნული ხარისხის ნიშნით, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა.

ვულოცავ სკოლას, პედაგოგებს, ჩართულ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას.
"წინ ერთად წარმატებისკენ"