წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით სკოლის წიგნის კლუბის წევრმა ბავშვებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს მოთხრობები, ზღაპრები და იგავები. ამ დღის სლოგანი ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო'', კარგად გაითავისეს მოსწავლეებმა. მათ სხვადასხვა ციტატითა და თემატური ნახატებით გააფორმეს ბარათები და გადასცეს პედაგოგებსა და უმცროს მეგობრებს. კლუბის წევრებმა მოაწყვეს საყვარელი წიგნების განხილვა და ერთმანეთს გაუზიარეს რჩევები.
კლუბს ხელმზღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თინათინ ჩიხლაძე.