Tuesday, December 24, 2024

ახალგაზრდული ფესტივალ N- ოვაციის პრიზიორები- ქუთაისის N36 საჯარო სკოლა

✨ 23 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გამოვლინდნენ ახალგაზრდული ფესტივალ N- ოვაციის პრიზიორები. ორგანიზატორებმა არაჩვეულებრივი გარემო დაახვედრეს მონაწილეებსა და სტუმრებს. ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 36-ე სკოლისათვის, რომელმაც ფესტივალზე წარმოადგინა სპექტაკლი სახელწოდებით:" ის, რაც იყო და..."( დამდგმელი რეჟისორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი- მაკა ბობოხიძე, მუსიკალური გაფორმება- ქეთევან გუბელაძე).
🎭 სპექტაკლმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა:
📍საუკეთესო ქალის როლი
📍საუკეთესო მამაკაცის როლი
📍საუკეთესო სცენოგრაფია და კოსტიუმები
📍რჩეული მასწავლებლის ნომინაცია წილად ხვდა დასის ხელმძღვანელ- მაკა ბობოხიძეს.
📍 წლის რჩეული მასწავლებელი (მუსიკალური გაფორმება) - ქეთევან გუბელაძე
💖 ყველაზე დიდი ბედნიერება ბავშვების გაბრწყინებული თვალები და მომავლის დიდი იმედი იყო. იმედი იმისა, რომ მომავალში მეტი წარმატებისათვის იბრძოლებენ.
📖 აღსანიშნავია, რომ მხატვრული კითხვის კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-11კლასელმა, გოგიტა ჯალაღონიამ.
💫 ეს დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
წინ, მეტი წარმატებისაკენ!






No comments:

Post a Comment