Sunday, April 6, 2025

რომ ლექსებს სული გადაურჩინოს”- ტარიელ ხარხელაურის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

 ...და ჩვენ ვიცოდით, რომ N36 საჯარო სკოლაში მოდიოდა სტუმარი, ,, კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს”, პოეტი, რომელსაც მიწაზე ამპარტავნობით ერთი ნაბიჯიც არ დაუდგამს. ის დაიბადა როგორც პოეტი, ,, რომ ლექსებს სული გადაურჩინოს”.

შეხვედრამ კი მოლოდინს გადააჭარბა!
2025 წლის 5 აპრილი ქუთაისის N 36 საჯარო სკოლისათვის ნამდილ დღესასწაულად აქცია ,,პოეზიის ხევისბერის”, ,,კალმის კაცის” მობრძანებამ. სიდიადე, სიკეთე, სიყვარული, სისადავე და უბრალოება ერთდროულად მოდის მისგან.
პოეტისეული კანონზომიერებით ვამოგზაურეთ სიყვარული ერთმანეთში. თავისივე სიტყვებით ვუმასპინძლეთ, პოეზიით, რომელმაც ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს გულებში. სიყვარული, სითბო, მადლიერება, აღფრთოვანება და პოეზია გავუნაწილეთ ერთმანეთს. პოეტმა ჩვენც მოგვილბო გულები, მისმა პოეზიამ და ბავშვების წრფელმა შესრულებამ სიხარულის ცრემლებით აგვივსო თვალები. მოსწავლეების გულიდან წამოსულმა შესრულებამ პოეტსა და სტუმრებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. საღამო იქცა სიყვარულის დღესასწაულად!
გვჯერა, ეს დღე და ემოცია არასოდეს დაგვავიწყდება!
























No comments:

Post a Comment