მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ტუბერკულიოზით შეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…
1919 წლის შემდეგ ტრადიცია ქუთაისის მერიის ინიციატივით 2008 წელს აღდგა.
წელს 2 მაისს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია “გვირილობა ”, ფერადი ცარცებით
მოხატეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქტივობაში აქტიურად ჩაერთვნენ სსსმ მოსწავლეები, მეგობრებს დაურიგეს თავიანთი
ხელით დაკრეფილი გვირილები და კიდევ
ერთხელ მოულოცეს ერთმანეთს „გვირილობა“.