Tuesday, May 2, 2017

გვირილობა ჩვენ სკოლაში



   

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობისსასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობაიყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ტუბერკულიოზით  შეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინაყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა

     1919 წლის შემდეგ ტრადიცია ქუთაისის მერიის ინიციატივით 2008 წელს აღდგა.
       წელს 2 მაისს ქალაქ ქუთაისის N36  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს აქციაგვირილობა, ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქტივობაში აქტიურად ჩაერთვნენ სსსმ მოსწავლეები, მეგობრებს დაურიგეს თავიანთი ხელით დაკრეფილი გვირილები და კიდევ ერთხელ მოულოცეს ერთმანეთს „გვირილობა“.



No comments:

Post a Comment