ლევან შარვაშიძე სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. იგი ხელოვნებაზე, ცეკვაზე, სიმღერაზე უსაზღვროდაა შეყვარებული. ქართული ცეკვისა და სიმღერისადმი დაინტერესებას ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. მისდამი სიყვარული დღემდე მოჰყვება. იგი დღეს ანსამბლ „გენის“ წამყვანი მუსიკოსი და ანსამბლ „კოლხას“ სოლისტია.
ლევანის უკეთ გასაცნობად რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
კითხვაზე, თუ რა არის თქვენთვის ხელოვნება, ლევანი გვპასუხობს: ხელოვნება ეს ჩემთვის აღმაფრენა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უფრო სწორად, ხელოვნება თავად ცხოვრებაა. მას ადამიანებში შეგრძნებების, ემოციების გაღვივება შეუძლია და მათ უკეთესობისკენ ცვლის...
მოგვიყევი შენ შესახებ...
ბევრს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ცეკვასა და სიმღერაზე შემიძლია გითხრათ (იღიმის). ქართული ცეკვის რთული ილეთების ოსტატობამ, დახვეწილობამ და სიდიადემ ბავშვობიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ყოვეთვის მინდოდა მეც ისე ლამაზად მეცეკვა და ჩემი გრძნობები გადმომეცა, როგორც ამას სცენაზე ან ტელევიზორის ეკრანზე ვხედავდი.
რადგან საკუთარი თავის შესახებ ბევრი არაფერი გვითხრა, ლევანს ვთხოვეთ, სამი სიტყვით დაეხასიათებინა საკუთარი თავი.
მისი პასუხი ასეთი გახლდათ: მშრომელი, მიზანდასახული და მებრძოლი.
ქართული ცეკვა სულს აყალიბებსო, გამიგია, შენში რა ცვლილებები გამოიწვია ხელოვნებისა და კონკრეტულად ქართული ცეკვის სიყვარულმა?
ალბათ ის, რომ ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ცეკვა სასიცოცხლო ენერგიით მავსებს და ჩემს ცხოვრებას ახალ ფერებს მატებს.
როგორ გგონია, წინა ცხოვრებაში რა პროფესიის ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყავი?
ეღიმება, ალბათ ის ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ... აუცილებლად ჩემს ქვეყანაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე შეყვარებული ქართველი ხელოვანი. ქართული ცეკვა არის ქართული ტემპერამეტის, ქართული სულისა და ხასიათის გამოხატულება. ალბათ, ეს ტემპერამენტი, სული და ხასიათია, მოსვენებას რომ არ მაძლევს და აგერ ამ ცხოვრებაშიც გადმომყვა...
კოსმოსში სიმღერა ჩაკრულოსთან ერთად რომელ ქართულ ცეკვას გააგზავნიდი?
ცეკვა ხორუმს. ჩაკრულო არის ქართული კულტურის უძლიერესი ფენომენი. ასევე მიმაჩნია ცეკვა ხორუმი, რომელსაც მგონია, რომ ბადალი არა ჰყავს. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ხორუმს ცეკვავდნენ იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი საბრძოლო ცეკვა ცეკვათა შორის... ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიის ამოიკითხვა ყველაზე უკეთ ხორუმით შეიძლება .
ლევანს ვკითხეთ სამომავლო გეგმების შესახებ.
ცეკვასა და სიმღერას არასდროს შევწყვეტ. სუხიშვილებთან ვაპირებ კარიერის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან მალე მოხდეს ჩემი ამ დიდ ოჯახში მიღება.
ვუსურვებთ ლევანს დასახული მიზნების მიღწევას და დიდ წარმატებას.