სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ქართულ ენასა და ლიტარატურაში პედაგოგ დარეჯან ლურსმანაშვილის მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: ,,ჭიამაია
და ბოროტი კაცი"(ჭაბუა ამირეჯიბი). გაკვეთილის მიზანი გახლდათ მოსწავლემ შეძლოს ზღაპრის
სიუჟეტური ხაზის გააზრება, სიუჟეტები დაალაგებას ქრონოლოგიურად, ზღაპრის პერსონაჟების დახასიათება და მათი მოქმედებების შეფასება. აგრეთვე გუნდურობის, თანამშრომლობითი , შემოქმედებითი და იმპროვიზაციული უნარების გაუმჯობესება. გაკვეთილზე პედაგოგს გამოყენებული ჰქონდა ისეთი მეთოდები, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებიდან
და ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებიდან გამომდინარეობდა:
თავდაპირველად პედაგოგმა მოსწავლეებს ელექტრონული რესურსის საშუალებით გააცნო ზღაპრის ავტორი, ესაუბრა მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ.
თვალსაჩინოდ გამოკრული გაკვეთილის თემა ,მიზანი ,შეფასების რუბრიკები მოსწავლეებს ინტერესის გაღვივებასა და ყურადღების კონცენტრირებაში დაეხმარათ.
საინტერესო აღმოჩნდა სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციის რუკაზე მუშაობა, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს ტექსტის გაგება -გააზრებაში.
სახალისო და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა ტექსტის წაკითხვამდე ჯგუფური მუშაობა ნახატების დალაგება სავარაუდო შინაარსის მიხედვით. მათ შეძლებისდაგვარად დაალაგეს ეპიზოდების მიხედვით მთლიანი ტექსტი სავარაუდო თანმიმდევრობით, რომელსიც მაგნიტების საშუალებით განათავსეს დაფაზე.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ შემოწმდა მათი ნამუშევრები და განხორციელდა შესწორებების შეტანა.
მოხდა დაფაზე ჩამოწერილი სიტყვების განმარტება, რაც მოსწავლეს დაეხმარა ტექსტის შინაარსის წარმოდგენასა და უკეთ გააზრებაში. რეფლექსიის ფაზაზე კითხვა-პასუხით მოხდა ტექსტის-გაგება გააზრების და შეჯამება. გაკვეთილი იყო საინტერესო, დატვირთული აქტივობებით , რაც მიზნის მიღწევაში დაეხმარა პედაგოგს. მოსწავლეებს არ ეშინოდათ საკუთარი აზრის გამოთქმის. მსჯელობდნენ თავისუფლად, იყვნენ გულწრფელები და აქტიურები.
1. კითხვების დასმა და თემასთან დაკავშირებული საკითხების გახსენება.
2. კითხვის ეფექტური
მეთოდი
3. ინტერაქტიული მინი-ლექცია
4. ჯგუფური და ინდივიდუალური
მუშაობა
5. პრეზენტაცია
6. გაკვეთიის შეჯამება
კითხვა-პასუხებით.
თვალსაჩინოდ გამოკრული გაკვეთილის თემა ,მიზანი ,შეფასების რუბრიკები მოსწავლეებს ინტერესის გაღვივებასა და ყურადღების კონცენტრირებაში დაეხმარათ.
საინტერესო აღმოჩნდა სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციის რუკაზე მუშაობა, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს ტექსტის გაგება -გააზრებაში.
სახალისო და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა ტექსტის წაკითხვამდე ჯგუფური მუშაობა ნახატების დალაგება სავარაუდო შინაარსის მიხედვით. მათ შეძლებისდაგვარად დაალაგეს ეპიზოდების მიხედვით მთლიანი ტექსტი სავარაუდო თანმიმდევრობით, რომელსიც მაგნიტების საშუალებით განათავსეს დაფაზე.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ შემოწმდა მათი ნამუშევრები და განხორციელდა შესწორებების შეტანა.
მოხდა დაფაზე ჩამოწერილი სიტყვების განმარტება, რაც მოსწავლეს დაეხმარა ტექსტის შინაარსის წარმოდგენასა და უკეთ გააზრებაში. რეფლექსიის ფაზაზე კითხვა-პასუხით მოხდა ტექსტის-გაგება გააზრების და შეჯამება. გაკვეთილი იყო საინტერესო, დატვირთული აქტივობებით , რაც მიზნის მიღწევაში დაეხმარა პედაგოგს. მოსწავლეებს არ ეშინოდათ საკუთარი აზრის გამოთქმის. მსჯელობდნენ თავისუფლად, იყვნენ გულწრფელები და აქტიურები.
No comments:
Post a Comment