სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2021 წლის 26 თებერვალს მე-4 -დ კლასში /პედაგოგი: ირმა კოჭბიანი/ USAID Basic Education Program ფარგლებში დაინერგა თემატური სასწავლო ერთეული ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (რომელიც შემუშავდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით)
ძირითადი რესურსი/ტექსტი: ნ. სურმავას საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი „მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“ თემა: ჩვენი გარემო სამიზნე ცნება: ფუნქციური სამეტყველო ქმედება სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები: • როგორ გამოვიყენო ჩემი ცოდნა-გამოცდილება მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად? კომპლექსური დავალების პირობა წარმოიდგინე, რომ მართავ პრესკონფერენციას შენი თანატოლებისთვის, თემაზე „ვირუსები“. მოამზადე მიმართვა, რომელშიც თანატოლებს დაანახებ, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ვირუსებს და მათ გამომწვევ მიკრობებს, როგორ უნდა მოვიქცეთ პანდემიისას, რომ თავი დავიცვათ მათი მავნებლობისაგან. გაითვალისწინე: • მიმართვის ტექსტის სტრუქტურა და 5-6 წინადადებით გადმოეცი სათქმელი; მიმართვისას გამოიყენე შესაბამისი შესიტყვებები ტექსტიდან. გამოიყენე მიზეზ-შედეგობრივი მიმართების გამომხატველი სიტყვები და შეეცადე, ისაუბრო დამაჯერებლად. • პრესკონფერენციის დროს უპასუხე თანატოლების მიერ დასმულ თემატურ კითხვებს. დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე: • როგორ მოემზადე გამოსვლისათვის, რით იყო შენთვის საინტერესო ამგვარი მუშაობა? • რატომაა ეფექტური რჩევების ამ ფორმით გაზიარება თანატოლებისათვის; • რას შეცვლიდი, თავიდან რომ იწყებდე ამ დავალებაზე მუშაობას. მოსწავლეებმა მოისმენეს რეალური პრესკონფერენცია (5 წუთი) პანდემიის საკითხებზე და შეავსეს წინასწარ შედგენილი კითხვარი. მასწავლებელმა მოსწავლეებთან შეთანხმებით შერჩეულ თემაზე გააკეთა მიმართვის მოდელირება და დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დაუსვა კითხვები - რა გააკეთა? რით დაიწყო? როგორ ისაუბრა? რით დაასრულა მიმართვა? შემდეგ გაიხსენეს ტექსტი ,,მოკრობები ყველგან არიან“ მოამზადეს მომხსენებლისთვის. კითხვები და მოათავსეს სპეციალურ ყუთში, რათა პრესკონფერენციისას მომხსენებელმა უპასუხოს ნებისმიერ 2 მათგანს. მოსწავლეებმა მოამზადეს ტექსტი პრესკონფერენციისთვის და წინასწარ მომზადებულ სივრცეში გამართეს პრესკონფერენცია. უპასუხეს თანაკლასელების შეკითხვებს. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა გრძელიშვილი, რომელიც ჩაერთო პრესკონფერენციის მიმდინარეობაში, როგორც კომპეტენტურმა პირმა მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაციები მიაწოდა მოსწავლეებს მიკრობების შესახებ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ქალბატონმა ლელამ კონსტრუქციული უკუკავშირი მიაწოდა პედაგოგს.
ირმა, როგორც ყოველთვის, ეს გაკვეთილიც ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებითაა დატვირთული, რაც აისახება კიდეც მოსწავლეთა მიღწევებზე. კარგია, რომ ყოველთვის გვიზიარებ საკუთარ გამოცდილებას და მზად ხარ აქტიური თანამშრომლობისათვის <3
ReplyDeleteძალიან აქტუალური და საინტერესოა გაკვეთილის თემა და აქტივობები,ბავშვები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში! მადლობა რომ ყოველთვის გვიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას❤️
ReplyDeleteმასწავლებელი, რომელიც მუდამ მოსწავლის ინტერესსა და საჭიროებას ითვალისწინებს და უამრავ წარმატებას აღწევს საყვარელ ბავშვებთან ერთად . ულევი წარმატება, ირმა მასწ❤️
ReplyDelete