Tuesday, March 23, 2021

ტრენინგი მართე და აკონტროლე ემოცია

ოდესმე თუ გითქვამთ გაბრაზების ფონზე ისეთი რამ, რაც შემდეგ გინანიათ?  გაგჭირვებიათ საკუთარი ემოციების მართვა? უკან დაუხევიხართ შიშს, იმ რისკების აღებისას, რომელსაც თქვენთვის სარგებლის მოტანა შეეძლო? 
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე წარიმართა საუბარი სკოლის მე-6, მე-7 ,მე-8 კლასის მოსწავლეებთან, რომელიც ემოციური ინტელექტის განვითარებას მიეძღვნა. 


შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს მაგალითები, როგორც საკუთარი ცხოვრებიდან ასევე მოყვანილი იყო ზოგადი მაგალითები. მსჯელობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ემოციების მართვა არ ნიშნავს მათ ჩახშობას, დარდის იგნორირებას და თავის მოჩვენება იმაზე, რომ რაღაც არ გვაწუხებს, ამ ემოციებს მაინც ვერ განდევნის, თუმცა შეთანხმდნენ ძალიან მართებულ წესზე:  რაც უფრო მეტ დროს და ყურადღებას უთმობთ თქვენი ემოციების რეგულაციას, მენტალურად უფრო ძლიერი ხდებით და დროთა განმავლობაში მიაღწევთ თავდაჯერებულობის იმ წერტილს, როცა მშვიდად გაუმკლავდებით ემოციურ დისკომფორტს



 

Thursday, March 18, 2021

კათედრების წევრებთან შეხვედრა და სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება

როგორც მოგეხსენებათ ცხოვრება გვიწევს პრობლემებით დახუნძლულ და უარყოფითი ემოციებით სავსე სამყაროში. ნეგატივის გამოწვევის მიზეზებია სახელმწიფოში შექმნილი რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ქვეყნიდან გასული, ემიგრანტი მშობლები, რომელთა შვილები განიცდიან ურთიერთობების დეფიციტს, აქვთ გაჯეტებთან მიჯაჭვულობა, განიცდიან ფსიქოლოგიურ საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას და უჭირთ ემოციების მართვა, რაც გამოწვეულია ემოციური ინტელექტის დეფიციტით.

დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია ნებისმიერი პიროვნების ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. ნუ დავტოვებთ ბავშვებს საკუთარ გრძნობებთან მარტო. მძიმე ემოციურ განცდებით შეპყრობილი ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების გვერდით ყოფნას, თანაგრძნობას და თანაგანცდას მათი მხრიდან. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში და მართვაშიც. საბოლოო ჯამში კი, ამ უნარის მეშვეობით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიმშვიდე და ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.