ოდესმე თუ გითქვამთ გაბრაზების ფონზე ისეთი რამ, რაც შემდეგ გინანიათ? გაგჭირვებიათ საკუთარი ემოციების მართვა? უკან დაუხევიხართ შიშს, იმ რისკების აღებისას, რომელსაც თქვენთვის სარგებლის მოტანა შეეძლო?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე წარიმართა საუბარი სკოლის მე-6, მე-7 ,მე-8 კლასის მოსწავლეებთან, რომელიც ემოციური ინტელექტის განვითარებას მიეძღვნა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს მაგალითები, როგორც საკუთარი ცხოვრებიდან ასევე მოყვანილი იყო ზოგადი მაგალითები. მსჯელობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ემოციების მართვა არ ნიშნავს მათ ჩახშობას, დარდის იგნორირებას და თავის მოჩვენება იმაზე, რომ რაღაც არ გვაწუხებს, ამ ემოციებს მაინც ვერ განდევნის, თუმცა შეთანხმდნენ ძალიან მართებულ წესზე: რაც უფრო მეტ დროს და ყურადღებას უთმობთ თქვენი ემოციების რეგულაციას, მენტალურად უფრო ძლიერი ხდებით და დროთა განმავლობაში მიაღწევთ თავდაჯერებულობის იმ წერტილს, როცა მშვიდად გაუმკლავდებით ემოციურ დისკომფორტს
No comments:
Post a Comment