Wednesday, April 28, 2021

რა არის იუმორი და რა როლი უკავია მას თქვენ ცხოვრებაში?

იუმორი არის სიხარული, სიხარული - სიყვარული, სიყვარული კი ღმერთი...

რა არის იუმორი და რა როლი უკავია მას თქვენ ცხოვრებაში? ასეთი თემა შევთავაზე ჩემ ბარტყებს სამუშაოდ. ცოტა არ იყოს თავდაპირველად გაუჭირდათ აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ ორიოდე კითხვის დასმის შემდეგ მალევე გაებადრათ სახე და დაიწყეს ღიმილით თავიანთი ვერსიების ჩამოყალიბება.

დავალების დასრულების შემდეგ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ იუმორი არაა მხოლოდ ერთი სახისაა, არამედ ის შეიძლება მრავალგვარი არსებობდეს. ბავშვებმა ისაუბრეს სატელევიზიო იუმორზე, აღნიშნეს იუმორისტული გადაცემები, ფილმები, ღიმილით გაიხსენეს და დაახასიათეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები. ისაუბრეს ჩვეულებრივ იუმორზეც, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველდღიურად იგონებენ და ამით ერთმანეთს სილაღესა და ბედნიერებას ანიჭებენ. „ არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც კარგი, უწყინარი სიცილი“-ტოლსტოი. 


ჩემმა ბარტყებმა აღნიშნეს თუ გინდა რომ ვინმე გააცინო პირველ რიგში უნდა იცნობდე იმ ადამიანს კარგად და იცოდე თუ რაზე ეცინება მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ. „ზედმეტი იუმორი“, რომელიც შეიძლება სხვა განზომილებაში გადაიზარდოს და გაგიჭირდეს დისტანციის დაცვა წყენით დასრულდეს. ამიტომ, შევთანხმდით იმაზე რომ შევეცდებით ყოველი სიტყვა თუ ქმედება გავაკონტროლოთ, რადგან იუმორი არის სიხარული, სიხარული - სიყვარული, სიყვარული კი ღმერთი... ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ როცა გელოტოლოგიაზე, ანუ სიცილის თერაპიაზე ვესაუბრე. მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს სიცილს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შევთანხმდით, რომ  სიცილი სტერსებისგან განთავისუფლების მშვენიერი საშუალებაა.

No comments:

Post a Comment