მძიმე ემოციურ განცდებით შეპყრობილი ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების გვერდით ყოფნას, თანაგრძნობას და თანაგანცდას
მათი მხრიდან. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში და მართვაშიც.
ფილმის ნახვის შემდეგ დამრიგებელმა სთხოვა მოსწავლეებს წერილობით გადმოეცათ
თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ნააზრევს:
„მე ძალიან მომეწონა, რომ ოგის მშობლები ძალიან მფარველობდნენ, დიდ ყურადღებასა
და სითბოს იჩენდნენ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოგიმ ყველა სირთულის მიუხედავად
წარმატებას მიაღწია. ფილმის ბოლოს ბიჭის გარეგნობა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა საზოგადოება
მის მიმართ.“-მ.გ.
„მე ძალიან ამაღელვა ამ ფილმმა. ჩვენ სკოლაში ასეთი ერთ-ერთი მე ვარ, კი
მართალია გარეგნობით არ ვარ განსხვავებული, მაგრამ სხვა ნიშნით ვარ. ამის მიუხედავად
ჩვენი სკოლიდან მე არასოდეს არ დავუმცირებივარ ვინმეს და ამისთვის მთელი სკოლის და
ჩვენი კლასის მადლიერი ვარ“. -მ.ბ.
„მე ოჯახში მასწავლიან, რომ ადამიანები შეხედულებით არ უნდა შეაფასო, მთავარია
მისი გული და შინაგანი სულიერება. დედა ყოველთვის მეუბნება, რომ ყველასთვის კარგი მეგობარი
ვიყო და არ განვსაზღვრო მეგობარი შეხედულების მიხედვით“.-მ.კ.
„მე მომავალში გავითვალისწინებ, რომ კეთილად მივიღო ახალი კლასელი, ვიქნები
მეგობრული და არ დავამცირებ სხვას“. -ს.შ.
„ჩემთვის მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენგან განსხვავებულ ადამიანს არ
უნდა დავცინოთ და იგი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის“.-თ.ტ.
„მომავალში გავითვალისწინებ, რომ არ დავჩაგრო განსხვავებული, არ გავუწიო
სხვებს დათვური სამსახური“.-ა.კ.“
„ამ ფილმში ზუსტად არის გადმოცემული ბევრი ბავშვის დღევანდელი ცხოვრება და ქმედებები. ძალიან მეტკინა გული როცა ვუყურებდი, თუ როგორ ამცირებდნენ და ჩაგრავდნენ ფილმის მთავარ გმირს“.-მ.მ.
„მე ამ ფილმიდან გავითვალისწინებ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, ანუ შეგვეძლოს განსხვავებული ადამიანის მიღება და მასთან მეგობრობა“.-თ.ხ.
„ფილმი საოცრება მართლაც საოცრებაა. არ მომეწონა ის, რომ ოგის კლასელები
დასცინიან. ამ ფილმიდან გავითვალისწინებდი იმას, რომ არ უნდა დავცინოთ ერთმანეთს და
უნდა ვიყოთ ერთმანეთის მეგობრები“. -გ.ც.
„არ დავცინოთ ჩვენგან განსხვავებულ ბავშვებს, რადგან შეიძლება მომავალში
მათ ჩვენ დაგვანახონ ის, რომ მეგობრობას დიდი ფასი აქვს“.-ნ.ქ.
ფილმი "საოცრება“ კარგი გაკვეთილია ბავშვებისთვის, მშობლებისა და თითოეული ჩვენგანისთვის ვისწავლოთ, გავიხსენოთ და ავირჩიოთ სიკეთე.
No comments:
Post a Comment