Friday, December 23, 2022

სასკოლო ოლიმპიადა 2022

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასკოლო ოლიმპიადა 2022-ის ფარგლებში მიმდინარეობს ტურნირები ფრენბურთში. ოლიმოიადის მთავარი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობა გახლავთ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მოსწავლეს შეუძლია.














Monday, December 19, 2022

იყავი შენი ოჯახის მემატიანე -ინტეგრირებული გაკვეთილი მე და საზოგადოება, ინგლისური ენა, კომპიუტერული ტექნოლოგიები

სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
მე-4 კლასელებმა გააერთიანეს სხვადასხვა საგანში (მე და საზოგადოება, პედაგოგი ია კაშია, ინგლისური ენა, პედაგოგი მარიამ აბულაძე) ნასწავლი თემატიკა და წარმოადგინეს ნამუშევრები საკუთარი ოჯახის წინაპრების შესახებ, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ტექსტური რედაქტორის გამოყენებით მათ ციფრული სახე მისცეს.
თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო ორიენტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებში გამოყენებაზე. მოსწავლეებმა ჯერ მოიძიეს ინფორმაცია და მშობლებთან თუ ბებია-ბაბუებთან გასაუბრებით შეადგინეს საგვარეულო ხის მოდელები. ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარათ უკეთ ჩაწვდნენ კვლევის მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და პრინციპებს.

























Saturday, November 26, 2022

შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს  პროექტზე ,,შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა’’. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.

კურსის ფარგლებში მეცადინეობებს უძღვებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალი სპეციალისტები ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტიდან.  სკოლიდან აღნიშნულ კურსს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ აბულაძე.