სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს პროექტზე ,,შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა’’. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.
კურსის ფარგლებში მეცადინეობებს უძღვებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალი სპეციალისტები ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტიდან. სკოლიდან აღნიშნულ კურსს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ აბულაძე.
No comments:
Post a Comment