მე-3გ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილი (პედაგოგი მარიამ აბულაძე) დაეთმო განვლილი მასალის შეჯამებას თემაზე: Rooms and furniture. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა, რომლებმაც დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია მოსწავლეებში. იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მიცემულ დავალებაში მოსწავლეებმა ამოიცნეს თითოეული ოთახი, დასახელეს ავეჯი და ტექნიკა, ასევე წინდებულების გამოყენებით განსაზღვრეს სხვადასხვა ნივთების ადგილმდებარეობა. ვფიქრობ, შევძელი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გამოვიყენეთ როგორც აუდიო, ასევე ვიზუალური და ელექტრონული რესურსები, რამაც სრულად შეუწყო ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევას.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებლები
No comments:
Post a Comment