,,წიგნი ჯადოქარია. წიგნმა გარდაქმნა სამყარო. მასში თავმოყრილია ადამიანთა მოდგმის მეხსიერება.სამყარო წიგნის გარეშე ველურთა სამყარო იქნებოდა.”
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ელისო აბესაძესთან ერთად პირველად აღნიშნეს წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. მათთვის სიურპრიზი იყო უფროსკლასელების სტუმრობა და წიგნის ხმამაღლა კითხვის გაკვეთილი, ერთად მოისმინეს, დაიმახსოვრეს და იმსჯელეს. ბოლოს თავადაც აარჩიეს ცნობილი მოთხრობები, სიხარულით ფურცლავდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ჩემო პატარებო, მახარებს თქვენი ინტერესი წიგნების მიმართ. მჯერა, საუკეთესო და ძალიან ჭკვიანი მკითხველები გახდებით! მერე თქვენ შეაყვარებთ სხვებს კითხვას, ,,წიგნი ხომ ის მეგობარია, რომელიც არასოდეს გიღალატებს!"
No comments:
Post a Comment