Saturday, November 26, 2022

შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს  პროექტზე ,,შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა’’. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.

კურსის ფარგლებში მეცადინეობებს უძღვებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალი სპეციალისტები ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტიდან.  სკოლიდან აღნიშნულ კურსს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ აბულაძე.

 
































































Wednesday, November 23, 2022

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ინტეგრირებული გაკვეთილი

არაფორმალური განათლება არ  არის  ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. ის მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.

ამ მიზნით მე-6გ კლასის მოსწავლეები მუსიკის პედაგოგ ქეთევან გუბელაძესთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თინათინ ჩიხლაძესთან ერთად ეწვივნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, ბავშვებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პრეზენტაციები და ინტეგრირებული გაკვეთილზე მიღებული ცოდნა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების  პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები და სხვადასხვა  ფოტო მასალა. 




















Wednesday, November 2, 2022

USAID Basic Education Program -ში ჩართული ლიდერი მასწავლებლების შეხვედრები

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დაწყებით კლასების მასწავლებლებთან აქტიურად მიმდინარეობს USAID Basic Education Program -ში ჩართული ლიდერი მასწავლებლების მიერ სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებთან. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა გაიმართა 01. 11. 2022 დაწყებითი კლასების მასწავლებლის ირმა კოჭბიანის ორგანიზებით. ძირითადი განსახილველი სკითხები იყო:

• კითხვის გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის ცალკეული კრიტერიუმისა და მათი აღწერილობის განხილვაა და ანალიზი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე • კითხვის გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ნახვა და კრიტერიუმების მიხედვით შეფასება მიიღეს გადაწყვეტილება: მოხდეს ლიდერი მასწავლებლების მიერ ურთიერთდასწრება. გაკვეთილის ერთად განხილვა კითხვის გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის კრიტერიუმების საფუძველზე. მომდევნო მსჯ შეხვედრაზე საერთო ანალიზის გაკეთება.