Friday, December 23, 2016

პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა, კონკრეტული პროფესიის როლის გააზრება.


  თანამედროვე სამყაროში უამრავი გზა არსებობს ჩვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად: შესაძლებელია წაიკითხო წიგნები, სტატიები ან სხვა ლიტერატურა, დააკვირდე ან დაუსვა შეკითხვები იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან თქვენთვის საინტერესო პროფესიით და ა.შ.. შესაძლებელია პროფესიის მორგებისათვის საუკეთესო გზა მცირე სამუშაო გამოცდილების მიღებაა, თუმცა შეუძლებელია ამგვარი გამოცდილება მიიღო ყველა იმ პროფესიაში, რომელსაც სამომავლო ალტერნატივად განიხილავ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანებს მრავალმხრივი ინტერესები აქვთ და ბევრი განსხვავებული პროფესია აინტერესებთ. სწორედ,  ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის პერიოდშივე მოსწავლეებმა გაიგონ მეტი პროფესიების, სამუშაოებისა და შრომის ბაზრის შესახებ.


  
პედაგოგ ირმა ლომიძის მიერ ჩატარებული დღევანდელი პროფორიენაციის გაკვეთილიც მე-9ა-ბ კლასებში ამ თემას ეხებოდა, რომელიც ძალზედ საინტერესოდ წარიმართა.
გაკვეთილის მიზანის წარმოადგენდა პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა, კონკრეტული პროფესიის როლის გააზრება.
შედეგი: პროფესიათა ბუნების გაცნობა, გავარჯიშება, შემოქმედებითი აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის განვითარება
პედაგოგმა ირმა ლომიძემ გამოკითხვის მეთოდით შეახსენა კლასს განვლილი გაკვეთილის შინაარსდა ჩატარებულ აქტივობებ . მოსწავლეებმა უპასუხეს თუ  რა თემას ეხებოდა წინა გაკვეთილი? რა აქტივობები დაამახსოვრდათ და რატომ ?
შემდეგ ისაუბრა პროფესიათა შესახებ, აღნიშნა  ადამიანი არასდროს არის კმაყოფილი, სანამ არ იპოვის იმ სამუშაოს, რომლის შესრულებაც სიამოვნებას ანიჭებს - იპოვის პროფესიას, რომელიც მას ყველაზე მეტად შეესაბამება. არსებობს რიგი თემები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, სანამ ამ პროფესიას აირჩევთ. მან განმარტა რამდენიმე პროფესიის არსი და მნიშვნელობა, რამაც კიდევ ერთხელ აამაღლა მოსწავლეთა ცნობიერებკონკრეტულ პროფესიათა მახასიათებლების შესახებ.

 
 ამის შემდეგ  თითოეულ ჯგუფს დაურიგა წინასწარ გამზადებულ  ბარათები ,ისე რომ მოსწავლეებმა ვერ დაენახათ  რა წერ ბარათებზე . თითოეულზე წერა თითო პროფესია:კომპიუტერული გრაფიკოსი, პედაგოგი, ფოტოგრაფი, სომელიე, ფინანსისტი, სადაზღვევო აგენტი, ზეინკალი, ფერმერი, იურისტი, მზარეული, ოპერატორი... 



მასწავლებელმა სთხოვ მოსწავლეებს აღო თითო ბარათი და მისცა შემდეგი სახის ინსტრუქცია:,,თითოეული ჯგუფი წარმოადგენთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. თითოეული ორგანიზაციის მიზანია გააკეთოს ორიგინალური პროექტი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე. მანდამდე კი მონაწილეებ გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს ჯგუფს რა პროფესია შეგხვდათ და ეცადოთ მოირგოთ ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი როლი“.



აქტივობა საინტერესოდ წარიმართა, ყველა მოსწავლე-ორგანიზაციის თითოეულ წევრი, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი, თანაბრად იყო ჩართული პროექტის შექმნაში. არაჩვეულებრივად და ამომწურავად წარმოადგინეს პროექტები. 




არჩეული პროფესიის მახასიათებლებიდან გამომდინარე პროექტის წარმოდგენისას თითოეულმა მშვენივრად განსაზღვრ საკუთარი როლი და ფუნქცია. საინტერესო, სახალისო და სიურპრიზებით სავსე აღმონდა ეს დავალება. 

მოსწავლეებმა დავალების შესრულებისათვის გამოიყენეს სხვადასხვა რესურსები: ფლიპჩარტის ფურცლებ, ფლომასტერებ, სტიკერები, იატაკის საწმენდი ჯოხი, ავტოკალმები და სხვა.  თითოეულ პრეზენტაციის დასრულებისას მოსწავლეებმა ერთმანეთი  ტაშით დააჯილდოვეს.


    მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს შეჯამა განვლილი აქტივობები და კლასს მიმართა შემდეგი შეკითხვებით: რა დაგეხმარათ ან გაგიძნელდათ დავალების შესრულებაში? კითხვებზე გულწრფელ პასუხებში იყო: ხატვა, სიჩუმის შენარჩუნება. J აქტივობას ხომ ფუსფუსი მოყვება ხოლმე, რომელიც სამუშაოდან გამომდინარე ხმაურს იწვევს.
     გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი, პროფორიენტაციის კურატორი ვარლამ მინდელი, პედაგოგები რუსუდან გაბუნია, ნატალია თურქაძე. გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა, დამსწრე საზოგადოებამ  მოსწავლეებს და პედაგოგს  დიდი წარმატება უსურვა. 




იხილეთ მე-9ბ  კლასის სრული ფოტომასალა 

მე-9ა კლასი

Friday, December 2, 2016

პროფორიენტაციის II გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: სუბიექტური რეალობის არსებობის გაცნობიერება, სტერეოტიპების გავლენა და მათი მოქმედება.
შედეგები: აღქმის ილუზიები და სუბიექტურობის გააზრება. პროფესიის არჩევაზე მოქმედი სტერეოტიპების და მათი მოქმედების რისკების გაცნობიერება. 




პროფორიენტაციის რიგით მეორე გაკვეთილზე პედაგოგმა ირმა ლომიძემ  ისაუბრა სტერეოტიპების შესახებ, მა აღნიშნა: მიუხედავად ერთი შეხედვით მარტივი განსაზღვრებისა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სტერეოტიპების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მეცნიერთა ერთ ჯგუფი თვლის, რომ ეს არის კონკრეტული ინდივიდის პირადი რწმენები და მოლოდინები ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის შესახებ, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს იმ რწმენათა ერთობლიობაა, რომელსაც მოცემული კულტურის ფარგლებში იზიარებენ ადამიანები.

სოციალური ჯგუფების შესახებ რწმენის აღსანიშნად ტერმინისტერეოტიპიპირველად ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა გამოიყენა 1922 წელს თავის წიგნშისაზოგადოებრივი აზრი“. მან ეს ტერმინი საგამომცემლო ტერმინოლოგიიდან აიღო, სადაც ის ერთისა და იმავე ტექსტის მრავალჯერ დასაბეჭდად ერთხელ აწყობილი ლითონის ასოების ყალიბების აღსანიშნად გამოიყენებოდა. ლიპმანმა ტერმინი იმის აღსაწერად გამოიყენა, თუ როგორ იქმნიან ადამიანები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფების შესახებ წარმოდგენებს, განმეორებით მიაწერენ რა ერთსა და იმავე თვისებებს ერთ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს.
სტერეოტიპების დადებით თუ უარყოფით შედეგეზე დისკუსიაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, ცხარე კამათი გაიმართა სტერეოდიპების შეცვლისა თუ დანგრევის საკითხებზე. გამოიკვეთა აზრი, რომ სტერეოტიპები ხშირად არ იცვლება და მას სჭირდება დრო. მოიყვანეს მაგალითები: თუ როგორი დამოკიდებულება იყო შავკანიანების მიმართ რამდენიმე ათწლეულის მანძლზე. ასევე იაპონელებისადმი დამოკიდებულება, რომელიც უაღრესად ნეგატიური იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც რადიკალურად შეიცვალა შემდგომ ათწლეულში. ამგვარად, დავასკვენით, რომ თურმე  შესაძლებელია სტერეოტიპების შეცვლა.
საინტერესო გამოდგა მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ბორინგის ორაზროვანი ნახატი. მასზე დაკვირვებით თითოეულმა მოსწავლემ გამოთქვა საკუთარი აზრი და თავადვე ხაზავდნენ კონტურებს ნახატზე. 


გაკვეთილს ესწრებოდა როფორიენტაციის კურატორი ვარლამ მინდელი. მან მოსწავლეებსა და პედაგოგს მადლობა გადაუხადა და დიდი წარმატება უსურვა.

იხილეთ სრული ფოტომასალა