თანამედროვე სამყაროში უამრავი გზა არსებობს ჩვენთვის
საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად: შესაძლებელია წაიკითხო წიგნები,
სტატიები ან სხვა ლიტერატურა, დააკვირდე ან დაუსვა შეკითხვები იმ ადამიანებს, რომლებიც
დასაქმებულნი არიან თქვენთვის საინტერესო პროფესიით და ა.შ.. შესაძლებელია პროფესიის
მორგებისათვის საუკეთესო გზა მცირე სამუშაო გამოცდილების მიღებაა, თუმცა შეუძლებელია
ამგვარი გამოცდილება მიიღო ყველა იმ პროფესიაში, რომელსაც სამომავლო ალტერნატივად განიხილავ.
მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანებს მრავალმხრივი ინტერესები
აქვთ და ბევრი განსხვავებული პროფესია აინტერესებთ. სწორედ, ამიტომ
არის მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის პერიოდშივე მოსწავლეებმა გაიგონ მეტი
პროფესიების, სამუშაოებისა და შრომის ბაზრის შესახებ.
პედაგოგ ირმა ლომიძის მიერ ჩატარებული დღევანდელი პროფორიენაციის გაკვეთილიც მე-9ა-ბ კლასებში ამ თემას ეხებოდა, რომელიც ძალზედ საინტერესოდ წარიმართა.
გაკვეთილის
მიზანის წარმოადგენდა პროფესიათა მახასიათებლების გაცნობა, კონკრეტული
პროფესიის როლის გააზრება.
შედეგი: პროფესიათა ბუნების გაცნობა, გავარჯიშება, შემოქმედებითი აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის განვითარება
პედაგოგმა ირმა
ლომიძემ გამოკითხვის მეთოდით შეახსენა კლასს განვლილი გაკვეთილის შინაარსი და ჩატარებულ აქტივობები . მოსწავლეებმა უპასუხეს თუ რა
თემას ეხებოდა წინა გაკვეთილი? რა აქტივობები დაამახსოვრდათ და რატომ ?
შემდეგ ისაუბრა
პროფესიათა შესახებ, აღნიშნა ადამიანი არასდროს
არის კმაყოფილი, სანამ არ იპოვის იმ სამუშაოს, რომლის შესრულებაც სიამოვნებას ანიჭებს
- იპოვის პროფესიას, რომელიც მას ყველაზე მეტად შეესაბამება. არსებობს რიგი თემები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ პროფესიის შესახებ
ინფორმაციის მოძიებისას, სანამ ამ პროფესიას აირჩევთ. მან განმარტა რამდენიმე
პროფესიის არსი და მნიშვნელობა, რამაც კიდევ ერთხელ აამაღლა მოსწავლეთა ცნობიერება კონკრეტულ პროფესიათა მახასიათებლების შესახებ.
ამის შემდეგ
თითოეულ ჯგუფს დაურიგა წინასწარ გამზადებული ბარათები ,ისე რომ მოსწავლეებმა ვერ დაენახათ რა ეწერა ბარათებზე . თითოეულზე ეწერა თითო პროფესია:კომპიუტერული გრაფიკოსი, პედაგოგი,
ფოტოგრაფი, სომელიე, ფინანსისტი, სადაზღვევო აგენტი, ზეინკალი, ფერმერი, იურისტი, მზარეული, ოპერატორი...
მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს აეღოთ თითო ბარათი და მისცა შემდეგი სახის ინსტრუქცია:,,თითოეული ჯგუფი წარმოადგენთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. თითოეული ორგანიზაციის მიზანია გააკეთოს ორიგინალური პროექტი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე. მანდამდე კი მონაწილეებს გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს ჯგუფს რა პროფესია შეგხვდათ და ეცადოთ მოირგოთ ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი როლი“.
მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს აეღოთ თითო ბარათი და მისცა შემდეგი სახის ინსტრუქცია:,,თითოეული ჯგუფი წარმოადგენთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. თითოეული ორგანიზაციის მიზანია გააკეთოს ორიგინალური პროექტი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე. მანდამდე კი მონაწილეებს გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს ჯგუფს რა პროფესია შეგხვდათ და ეცადოთ მოირგოთ ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი როლი“.
აქტივობა საინტერესოდ
წარიმართა, ყველა მოსწავლე-ორგანიზაციის
თითოეული წევრი, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი, თანაბრად
იყო ჩართული პროექტის შექმნაში. არაჩვეულებრივად და ამომწურავად წარმოადგინეს პროექტები.
არჩეული პროფესიის მახასიათებლებიდან გამომდინარე პროექტის წარმოდგენისას თითოეულმა მშვენივრად განსაზღვრა საკუთარი როლი და ფუნქცია. საინტერესო, სახალისო და სიურპრიზებით სავსე აღმონდა ეს დავალება.
მოსწავლეებმა დავალების შესრულებისათვის გამოიყენეს სხვადასხვა რესურსები: ფლიპჩარტის ფურცლები, ფლომასტერები, სტიკერები, იატაკის საწმენდი ჯოხი, ავტოკალმები და სხვა. თითოეულ
პრეზენტაციის დასრულებისას მოსწავლეებმა ერთმანეთი ტაშით დააჯილდოვეს.
მასწავლებელმა გაკვეთილის
ბოლოს შეაჯამა განვლილი აქტივობები
და კლასს მიმართა შემდეგი შეკითხვებით:
რა დაგეხმარათ ან გაგიძნელდათ დავალების
შესრულებაში? კითხვებზე გულწრფელ პასუხებში იყო: ხატვა, სიჩუმის შენარჩუნება. J აქტივობას ხომ ფუსფუსი მოყვება
ხოლმე, რომელიც სამუშაოდან გამომდინარე ხმაურს იწვევს.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის
დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი, პროფორიენტაციის კურატორი ვარლამ მინდელი,
პედაგოგები რუსუდან გაბუნია, ნატალია თურქაძე. გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა,
დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებს და პედაგოგს
დიდი წარმატება უსურვა.
იხილეთ მე-9ბ კლასის სრული ფოტომასალა
მე-9ა კლასი
იხილეთ მე-9ბ კლასის სრული ფოტომასალა
მე-9ა კლასი
No comments:
Post a Comment