Monday, May 28, 2018

სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში, პედაგოგი ირმა ლომიძე



2018 წ 12 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მე-10ბ კლასში პედაგოგ ირმა ლომიძის მიერ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე: ,,შოკოლადი“.


ინგლისური ენის სწავლება ყოველთვის არის დაკავშირებული ენობრივ სირთულეებთან. ხშირად მოსწავლეებს არ აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი და უჭირთ აღიქვან ახალი მასალა მშობლიურ ენის დახმარების გარეშე. ახალი ინოვაციები მოსწავლეებს ეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. სწორედ ამიტომ პედაგოგმა ირმა ლომიძემ გადაწყვიტა გაკვეთილზე გამოეყენებინა ინოვაციური სწავლება კერძოდ , მეთოდი ,, სასწავლო გაჩერებები“აღნიშნული მეთოდი  მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ყველა თანაბრად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ-აუდიო, კინესთეტიკური  აქტივობების საშუალებით მიიღო მონაწილეობა გაკვეთილის  პროცესსა და  ინფორმაციის მიღებაში. ,, ასწავლო გაჩერებებიდიფერენცირებული სწავლების საშუალებას გვაძლევს, რაც მოსწავლეს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გამოავლინოს ცოდნა და განივითაროს სხვადასხვა უნარები.


გაკვეთილზე მოსწავლეებმა შექმნეს ,,საყვარელი შოკოლადის“ პოსტერი და წარმოედგინეს ზეპირი პრეზენტაციის სახით, მათ მოისმინეს ვიდეო ჩანაწერები და ამოერჩიეს მათთვის სასურველი სამი ინფორმაცია რაც მათ  დააინტერესათ, კითხვის სტრატეგიების გამოყენებით (skimming, scanning) უპასუხეს კითხვებს ტექსტის ირგვლივ.
 საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა გამოწვევის ფაზა, გაჩერებებზე მუშაობის პროცესი, პოსტერების პრეზენტაცია წარიმართა გეგმის შესაბამისად.  მეთოდი იყო ახალი და სრულიად უცნობი მოსწავლეებისათვის და ერთგვარ ექსპერიმენტის ხასიათს ატარებდათუმცა მოსწავლეებზე დაკისრებული დავალებები სწულყოფილად შესრულდა. 


გაკვეთილი წარმატებული იყო გამოწვევის ფაზაზე,რადგან ყველა მოსწავლეს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა ჩართულიყო აქტივობებში. რესურსები ხელმისაწვდომი იყო თითოეული მათგანისთვის.
ჯგუფებმა დავალებას კარგად გაართვა თავი. მოსწავლეებს  მეტი თავისუფლება ჰქონდათ როგორც  შემოქმედებითი, ისე  სამეტყველო უნარ- ჩვევების გასავითარებლად.



იხილეთ სრული ფოტომასალა

Saturday, May 26, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა-ეფექტური საკლასო მენეჯმენტი მოსწავლეთა ქცევის გასაუმჯობესებლად-პედაგოგი ნათია ყაველაშვილი

საკლასო მენეჯმენტის თემა აქტუალური საკითხია. მასწავლებლის მიერ
შემოთავაზებული მართვის სტრატეგიები, კლასში წესრიგისა და ჰარმონიის დამყარებას, ეფექტური გაკვეთილის ჩატარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს .
მაისის ბოლოს პედაგოგმა ნათია ყაველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ გეგმავდა
გაეკეთებინა კვლევის ანგარიში. სადამრიგებლო კლასში შემსვლელმა მასწავლებლებმა კლასის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ კვლევის
განხილვაში.

კვლევის ანალიზი კოლეგებს წარუდგინა პრეზენტაციის სახით, გამოიყენა კომპიუტერი, პროექტორით, მეხსიერების ბარათი. მათ დეტალურად გააცნო  კვლევის მიზანი:  როგორც დამრიგებელმა პედაგოგმა კვლევის წარმმართველმა  სადამრიგებლო მე-8ბ კლასის მოსწავლეების ქცევის დარღვევების შემცირება და სასწავლო პროცესში
მათი ჩართულობის გაზრდა დაისახა მიზნად. გააცნო კვლევის თეორიული ცოდნის მნიშვნელობა, მეთოდები, კითხვარი, რომლის მიხედვით გააკეთა მონაცემთა ანალიზი.
პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინტერვენციათა სწორად დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მნიშვნელობაზე. იმდენად, რამდენადაც აუცილებელია სწორედ პრაქტიკის კვლევის ფარგლებში გახდეს შესაძლებელი პრობლემათა გადაჭრა. მსმენელთა ჩართულობა იყო საინტერესო, როგორც
პრეზენტაციის მსვლელობისას ასევე მისი დასრულების შემდეგ.
   პრეზენტაციის დასრულებისას შეხვედრის ყველა მონაწილის მხრიდან
გამოითქვა პოზიტიური შეფასება. შეხვედრის ამგვარი ფორმით ორგანიზების, კეთილგანწყობილი ურთიერთთანამშროომლობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების გამო. მათი აზრით კვლევა აქტუალურია, საინტერესო, საკუთარი კვლევის ჩატარებაში მათ დაეხმარებათ ამგვარი ფორმით მოწოდებული პრობლემის ანალიზი,
ხოლო დიაგრამები და სქემები გაუადვილებთ კვლევის შედეგების აღქმას. აგრეთვე კლასის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ მსგავს
მეთოდებს რაც ნათია ყაველაშვილმა ინტერვენციებში გამოიყენა, გამოიყენებდნენ
საკუთარ პრაქტიკაში.
 შეჯერდა საერთო აზრი: შევქმნათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული საკლასო დონის ჯგუფები, რომლის მიზანი კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებას, თანამშრომლობით კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

წარმოგიდგენთ პედაგოგ ნათია ყაველაშვილის კვლევას.
კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს "ეფექტური საკლასო მენეჯმენტი მოსწავლეთა ქცევის გასაუმჯობესებლად"



Thursday, May 24, 2018

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე



 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვბელობის გაგებას.




სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტელეკომპანია "რიონში" თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს აღნიშნულ საკითხზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობასა და ზოგადად მოსახლეობის გარემოსდაცვით განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ეკოლოგიური უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.



ტელეკომპანია "რიონი"






Thursday, May 3, 2018

ოჯახური ძალადობის ზეგავლენა მოზარდის განვითარებაზე-სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი ციცინო ჭეიშვილი


22 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ციცინო ჭეიშვილმა მე-7კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე:"ოჯახური ძალადობის ზეგავლენა მოზარდის განვითარებაზე". 

   21-ე საუკუნემ, თანამედროვე ცხოვრებამ ევროპისაკენ სწრაფვამ გამოიწვია ბევრი დამალული პრობლემის გამოაშკარავება. მათ შორისაა ოჯახური ძალადობა,რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვის, როგორც აკადემიურ მოსწრებაზე , ასევე პიროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

ბავშვთა მიმართ მენტალურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ძველ საქართველოსა და საბჭოთა სივრცეში. ბავშვი ბევრ ქვეყანაში ოდითგანვე არასრულფასოვან არსებად აღიქმებოდა. ამიტომ მშობლები მას, როგორც ნივთს ,როგორც პირად საკუთრებას ისე ექცეოდნენ. არაერთი ბავშვი გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.  
საკითხის კარგად გასააზრებლად მიზნად დავისახე  ჩამეტარებინა გაკვეთილი. განვიხილეთ რეზო ინანიშვილის მოთხრობა“ჩიტების გამომზამთრებელი“, რომელიც ეხება საბჭოთა ეპოქას. სიყვარულისაგან დაცლილ პაპებისა და მამების თაობას. დედას არ უყვარს შვილი , ქმარს- ცოლი, პატივს არ სცემენ მშობლები შვილის გადაწყვეტილებას. დედამ  ჩიტბატონების დახოცვით ჩაკლა ბავშვში სიხარული . მზრუნველობა ,სულიერება . ბიჭს თვალები ცრემლებით ევსება. მასში  ბოღმა გროვდება საკუთარი მშობლებისა და სამყაროს მიმართ. ბავშვი ცდილობს გაიქცეს ნაცრისფერი რეალობიდან. მისი შეკრული კოპები არის იმ პროტესტის ნიშანი, რომელსაც ეს ბიჭი დაატარებს.

ესგ პროგრამის მიხედვით თემატურად მე-7 კლასის სახელმძღვანელოში  ისწავლება რეზო ინანიშვილის მოთხრობა“ჩიტების გამმზამთრებელი“. მოსწავლეებმა განიხილეს აღნიშნული მოთხრობა. უყურეს მუსიკალურ ვიდეორგოლს “ნაუთინგ ბოი ლალალა“-ს. მოახდინეს შედარება. გამოკვეთეს მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები, განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს  დაეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენონონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.



Wednesday, May 2, 2018

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე


23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი "იუნესკომ" უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღსანიშნავად ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. 



სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "რიონში"  თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და აღნიშნეს, სამწუხაროდ, წიგნების სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისება არაა. საჭიროა მისი განვითარება პატარა ასაკიდან, რათა ბავშვმა მომავალში წიგნთან მეგობრობა შეძლოს რადგან იგი  ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად პიროვნების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. წიგნი არის ის, რაც სულიერად ამდიდრებს ადამიანს , აძლევს მას ლოგიკური განსჯის უნარს, ლექსიკურ მარაგსა და სხვა სიკეთეებთან ერთად არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის მომავალი განვითარების პერსპექტის მხრივ.


გადაცემის სანახავად გადადით ამ ბმულზე ან დააკლიკეთ ფოტოზე
წიგნის საერთაშორისო დღე