2018 წ 12 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მე-10ბ კლასში პედაგოგ ირმა ლომიძის მიერ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე: ,,შოკოლადი“.
ინგლისური ენის სწავლება ყოველთვის არის დაკავშირებული ენობრივ სირთულეებთან. ხშირად მოსწავლეებს არ აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი და უჭირთ აღიქვან ახალი მასალა მშობლიურ ენის დახმარების გარეშე. ახალი ინოვაციები მოსწავლეებს ეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. სწორედ ამიტომ პედაგოგმა ირმა ლომიძემ გადაწყვიტა გაკვეთილზე გამოეყენებინა ინოვაციური სწავლება კერძოდ , მეთოდი ,, სასწავლო გაჩერებები“აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ყველა თანაბრად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ-აუდიო, კინესთეტიკური აქტივობების საშუალებით მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის პროცესსა და ინფორმაციის მიღებაში. ,, სასწავლო გაჩერებები”დიფერენცირებული სწავლების საშუალებას გვაძლევს, რაც მოსწავლეს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გამოავლინოს ცოდნა და განივითაროს სხვადასხვა უნარები.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა შექმნეს ,,საყვარელი შოკოლადის“ პოსტერი და წარმოედგინეს ზეპირი პრეზენტაციის სახით, მათ მოისმინეს ვიდეო ჩანაწერები და ამოერჩიეს მათთვის სასურველი სამი ინფორმაცია რაც მათ დააინტერესათ, კითხვის სტრატეგიების გამოყენებით (skimming, scanning) უპასუხეს კითხვებს ტექსტის ირგვლივ.
საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა გამოწვევის ფაზა, გაჩერებებზე მუშაობის პროცესი, პოსტერების პრეზენტაცია წარიმართა გეგმის შესაბამისად. მეთოდი იყო ახალი და სრულიად უცნობი მოსწავლეებისათვის და ერთგვარ ექსპერიმენტის ხასიათს ატარებდათუმცა მოსწავლეებზე დაკისრებული დავალებები სწულყოფილად შესრულდა.
გაკვეთილი წარმატებული იყო გამოწვევის ფაზაზე,რადგან ყველა მოსწავლეს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა ჩართულიყო აქტივობებში. რესურსები ხელმისაწვდომი იყო თითოეული მათგანისთვის.
ჯგუფებმა დავალებას კარგად გაართვა თავი. მოსწავლეებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ როგორც შემოქმედებითი, ისე სამეტყველო უნარ- ჩვევების გასავითარებლად.
იხილეთ სრული ფოტომასალა
No comments:
Post a Comment