22 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ციცინო ჭეიშვილმა მე-7კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე:"ოჯახური ძალადობის ზეგავლენა მოზარდის განვითარებაზე".
21-ე საუკუნემ, თანამედროვე ცხოვრებამ ევროპისაკენ სწრაფვამ გამოიწვია ბევრი დამალული პრობლემის გამოაშკარავება. მათ შორისაა ოჯახური ძალადობა,რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვის, როგორც აკადემიურ მოსწრებაზე , ასევე პიროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ბავშვთა მიმართ მენტალურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ძველ საქართველოსა და საბჭოთა სივრცეში. ბავშვი ბევრ ქვეყანაში ოდითგანვე არასრულფასოვან არსებად აღიქმებოდა. ამიტომ მშობლები მას, როგორც ნივთს ,როგორც პირად საკუთრებას ისე ექცეოდნენ. არაერთი ბავშვი გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
საკითხის კარგად გასააზრებლად მიზნად დავისახე ჩამეტარებინა გაკვეთილი. განვიხილეთ რეზო ინანიშვილის მოთხრობა“ჩიტების გამომზამთრებელი“, რომელიც ეხება საბჭოთა ეპოქას. სიყვარულისაგან დაცლილ პაპებისა და მამების თაობას. დედას არ უყვარს შვილი , ქმარს- ცოლი, პატივს არ სცემენ მშობლები შვილის გადაწყვეტილებას. დედამ ჩიტბატონების დახოცვით ჩაკლა ბავშვში სიხარული . მზრუნველობა ,სულიერება . ბიჭს თვალები ცრემლებით ევსება. მასში ბოღმა გროვდება საკუთარი მშობლებისა და სამყაროს მიმართ. ბავშვი ცდილობს გაიქცეს ნაცრისფერი რეალობიდან. მისი შეკრული კოპები არის იმ პროტესტის ნიშანი, რომელსაც ეს ბიჭი დაატარებს.
ესგ პროგრამის მიხედვით თემატურად მე-7 კლასის სახელმძღვანელოში ისწავლება რეზო ინანიშვილის მოთხრობა“ჩიტების გამმზამთრებელი“. მოსწავლეებმა განიხილეს აღნიშნული მოთხრობა. უყურეს მუსიკალურ ვიდეორგოლს “ნაუთინგ ბოი ლალალა“-ს. მოახდინეს შედარება. გამოკვეთეს მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები, განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენონონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment