Sunday, November 25, 2018

პროექტი-,,My Pets”-,, ჩემი შინაური ცხოველები“


2018 წლის  12 ნოემბერს  მე-3 კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა ირმა ლომიძემ განახორციელა პროექტი სახელწოდებით:,,My Pets”-,, ჩემი შინაური ცხოველები“.



პროექტის მიზნები: ინგლისურ ენაში  ცოდნის გაღრმავება; შინაურ ცხოველთა სამყაროს  შესწავლა და მათი სარგებლიანობის დანახვა.  საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარების გამომუშავება.
 პროექტის აქტუალობა: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის ნაკლებობა; შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების ნაკლებობა.
 მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები შეისწავლიან შინაურ ცხოველთა სამყაროს. გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები
პროექტის  განხორციელების შედეგად  მასწავლებელმა მიაღწია მთავარ მიზანს: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა  პროექტის   ფარგლებში  შექმნეს  პროდუქტი: ინდივიდუალური პოსტერები.


Tuesday, November 20, 2018

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოზარდთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 
მანდატურის სამსახური, სკოლებში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
 სკოლაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები აღნიშნული თემის ირგვლივ.
წარმოგიდგენთ ერთი კლასში დაგეგმილი აქტივობის ამსახველ ფოტო მასალას. იხილეთ ბმული https://cemiklasinato.blogspot.com/2018/11/blog-post_7.html


განახლებული სკოლის მოლოდინში

 სსსპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ფონდ „ათასწლეულის გამოწვევები — საქართველოს“ (Millenium Challenge-Georgia) პროექტის ფარგლებში ხორციელდება სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოები.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ აგრეთვე განსაზღვრულია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების აქტივობები.  პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.
სკოლების შერჩევა ხორციელდება დამოუკიდებელი კომპანიის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და MCA-Georgia-სთან თანამშრომლობით, წინასწარ შემუშავებული სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევის მეთოდოლოგიით. აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს პროექტით განსაზღვრულ პრიორიტეტებს და მოიცავს შერჩევის შემდეგ კრიტერიუმებს: სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, MCC-ის მიერ დადგენილი ეკონომიკური უკუგების განაკვეთი, ბენეფიციართა რაოდენობა და პროექტის შედეგების შეფასების შესაძლებლობა.
შეირჩა სკოლები და ერთ-ერთი მადგანი ამ სკოლებს შორია ჩვენი სკოლაა. წარმოგიდგენთ სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ამსახველ ფოტო მასალას.


კომპაქტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სკოლების სია განისაზღვრა შერჩევის ორი ფაზის შედეგად.
პირველი ფაზა: საქართველოს სკოლების ერთობლიობიდან (ჯამში 1692 სკოლა), პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციოდ დასაშვებ კრიტერიუმებად განისაზღვრა:
  • მხოლოდ საჯარო სკოლები
  • სკოლები, რომლებიც არ მდებარეობს თბილისში
  • სკოლები, რომელთაც არ გააჩნიათ სტრუქტურული (კონსტრუქციული) პრობლემები                                                
  • სკოლები, რომლებიც არ განიხილებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014-2019 წლისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ნუსხაში.
მეორე ფაზა: დასაშვები სკოლების ერთობლიობიდან (ჯამში 312 სკოლა)  საქართველოს ყველა რეგიონიდან სარეაბილიტაციო სკოლების სია (სავარაუდოთ 100 სკოლამდე) განისაზღვრება შემდეგი „პრიორიტეტული შერჩევის კრიტერიუმების“ მიხედვით:       
  • შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა
  • მოსწავლეთა საერთო რაოდენობა
  • სოციალურად დაუცველ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი
  • ერთ მოსწავლეზე არსებული მ2-ის განაწილება
  • ეთნიკური უმცირესობების სკოლები.
ძალიან გვიხარია ჩვენი სკოლის ამ სიაში მოხვედრა. დიდი იმედებითა და მოტივაციით ველოდებით განახლებულ სკოლაში დაბრუნებას.