
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ აგრეთვე განსაზღვრულია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების აქტივობები. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.
სკოლების შერჩევა ხორციელდება დამოუკიდებელი კომპანიის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და MCA-Georgia-სთან თანამშრომლობით, წინასწარ შემუშავებული სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევის მეთოდოლოგიით. აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს პროექტით განსაზღვრულ პრიორიტეტებს და მოიცავს შერჩევის შემდეგ კრიტერიუმებს: სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, MCC-ის მიერ დადგენილი ეკონომიკური უკუგების განაკვეთი, ბენეფიციართა რაოდენობა და პროექტის შედეგების შეფასების შესაძლებლობა.
შეირჩა სკოლები და ერთ-ერთი მადგანი ამ სკოლებს შორია ჩვენი სკოლაა. წარმოგიდგენთ სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ამსახველ ფოტო მასალას.
კომპაქტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სკოლების სია განისაზღვრა შერჩევის ორი ფაზის შედეგად.
პირველი ფაზა: საქართველოს სკოლების ერთობლიობიდან (ჯამში 1692 სკოლა), პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციოდ დასაშვებ კრიტერიუმებად განისაზღვრა:
- მხოლოდ საჯარო სკოლები
- სკოლები, რომლებიც არ მდებარეობს თბილისში
- სკოლები, რომელთაც არ გააჩნიათ სტრუქტურული (კონსტრუქციული) პრობლემები
- სკოლები, რომლებიც არ განიხილებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014-2019 წლისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ნუსხაში.
მეორე ფაზა: დასაშვები სკოლების ერთობლიობიდან (ჯამში 312 სკოლა) საქართველოს ყველა რეგიონიდან სარეაბილიტაციო სკოლების სია (სავარაუდოთ 100 სკოლამდე) განისაზღვრება შემდეგი „პრიორიტეტული შერჩევის კრიტერიუმების“ მიხედვით:
- შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა
- მოსწავლეთა საერთო რაოდენობა
- სოციალურად დაუცველ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი
- ერთ მოსწავლეზე არსებული მ2-ის განაწილება
- ეთნიკური უმცირესობების სკოლები.
ძალიან გვიხარია ჩვენი სკოლის ამ სიაში მოხვედრა. დიდი იმედებითა და მოტივაციით ველოდებით განახლებულ სკოლაში დაბრუნებას.
No comments:
Post a Comment