Monday, November 5, 2018

ვხატავთ ჩვენი პატარა ხელებით


პირველი კლასის მოსწავლეებს გავაცანი სახატავ პროგრამაში გეომეტრიული ფიგურების გამოყენება, ავუხსენი ობიექტის (გეომეტრიული  ფიგურა) მონიშვნა და გადაადგილება, ვაჩვენე ფიგურების კომბინაციით როგორ უნდა მოხდეს ნახატის  აწყობა. გრაფიკული რედაქტორის გაცნობისა და დეტალებზე მუშაობის შემდეგ პატარებმა თავიანთი პატარა ხელებით თავად შექმნეს სხვადასხვა ნახატები. დავალებად ავირჩიეთ თავისუფალი თემა. წარმოგიდგენთ ერთი მუშა გაკვეთილის ფოტომასალას . მეც ძალიან გახარებული ვარ, ეს  კუდრაჭები არიან ნიჭიერები და ძალიან ჭკვიანები.

No comments:

Post a Comment