სამი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ თემის ირგვლივ: მოიძიეს მასალები, მოუსმინეს გია ყანჩელის მელოდიას, კიდევ ერთხელ ნახეს ფილმები მისი მუსიკის გაფორმებით, გაეცვნენ ლიტერატურას, მის ბიოგრაფიას, სხვადასხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი ადამიანების მოსაზრებებს მისი შემოქმედების შესახებ.
ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა შექმნა დიდი მაესტროს პორტრეტი, სადაც გამოხატა მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა შეაჯამეს პროექტი და მოხდა პრეზენტაციის წარდგენა, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს გია ყანჩელის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე. სიყვარულით გავიხსენეთ ფილმები და სპეტქაკლები მისი მუსიკის გაფორმებით. ვისაუბრეთ მისი ბავშვობისა და სტუდენტობის წლებზე. აღვნიშნეთ, თითოეული ქართველისთვის თუ როგორ საყვარელი და საამაყო, უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებითა და ადამიანისადმი სიყვარულით შექმნილია მისი შემოქმედება.
პედაგოგმა მოსწავლეებს სიურპრიზად შესთავაზა ქვიზი სახელწოდებით: „შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის“, მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ მოსმენილი მუსიკის სახელწოდეები. აქტივობა წარმატებით განხორციელდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ „ის აქ არის“ და მისი მუსიკა ჭეშმარიტად გაუძლებს დროს.
დასასრულს მოსწავლეებს გმადლობა გადაუხადა სკოლის დირექციამ, უსურვა მათ წარმატებები და გია ყანჩელის მთავარი სათქმელის გათავისება: უსმინეთ მუსიკას და აღიქვით ის, როგორც მცდელობა სიბნელისაგან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა.
No comments:
Post a Comment