სიკეთე გადამდებია - ამ ფრაზას ალბათ ხშირად გაიგონებთ, ალბათ მის ჭეშმარიტებაშიც ბევრჯერ დარწმუნებულხართ. ჩვენ კიდევ ერთელ დავრწმუნდით, რომ სიკეთეს, თანადგომას, ერთმანეთზე ზრუნვას მართლაც შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა. ჩვენი სკოლა კვლავ აგრძელებს სიკეთის კეთებას. ამჯერად სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა სამოქალაქო კლუბი ,,ART-სხივი"-ს ხელმძღვანელობითა (კლუბი მეურვე პედაგოგი ია კაშია) და კეთილი ადამიანების თანადგომით დაეხმარა მრავალშვილიან ოჯახს. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა თავიანთი თანატოლებისთვის შეაგროვეს ტკბილეული, საკვები, პირადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, სათამაშოები, საახალწლო აქსესუარები... საკუთარი ხელით შეკრეს საჩუქრები და მისალოცი ბარათებითაც კი გააფორმეს.
სიკეთე თავად სიცოცხლეა... სიკეთე ადამიანის ცხოვრებაში უპირატესია... გვჯერა ამ ცქრიალა გოგო-ბიჭების სიცოცხლის აზრი და მოწოდება სიკეთის კეთება იქნება. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს გაწეული თანადგომისთვის. მადლობა იმ კეთილ ადამიანებს ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ პატარების გახარებაში.
კეთილი ადამიანების დახმარებით წავიდა შეგროვებული ნობათი ამ სიყვარულთ სავსე ოჯახში.
ბედნიერ ახალ წელს დაესწარით ლამაზებო, წარმატებები და ბედნიერება თქვენ ოჯახს <3

No comments:
Post a Comment