Friday, May 21, 2021

ემოციური ინტელექტი სპორტში: როგორ გეხმარებათ იგი?

 ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხით სკოლა არაერთ ღონისძიებას მართავს. სპორტის პედაგოგების მიერ დაიგეგმა და  განხორციელდა  მხიარული სტარტები.

სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის შემეცნებით ქცევას, როდესაც ადამიანი დაკავებულია სპორტით ან სხვა ფიზიკური აქტივობით. ეს  მეცნიერება ცდილობს გაიგოს და ოპტიმიზირდეს სპორტსმენის შინაგანი სამყაროში, რომლებიც გავლენას ახდენენ სპორტსმენების ქცევაზე, მათ შორის ემოციურ ინტელექტზე სპორტში. ემოციურ ინტელექტს სპორტში ბევრი სარგებელი მოაქვს, სწორედ, ამ თემას მიეძღვნა განხორციელებული აქტივობა








Friday, May 14, 2021

პროექტი ბედნიერების საიდუმლო

გაეცი ემოცია მე-5ა კლასი

 

გამოვხატოთ ემოცია-მე-4ბ კლასი



ბედნიერების საიდუმლო-მართე შენი ემოცია






დადებითი ემოციების სკივრი-მე-4დ კლასი

































დადებითი ემოციების სკივრი

ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხით მუშაობას აგრძელებს.

მე-4 კლასში დამრიგებლის, ირმა კოჭბიანის მიერ განხორციელებული აქტივობის მიზანი მოსწავლეებისთვის ბრაზით, იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვის სწავლება იყო. პედაგოგმა სკოლის აღსაზრდელებს აუხსნა, რომ დეპრესიით, ბრაზით ან თანატოლებთან კონფლიქტით წარმატებას ვერ მიაღწევენ.

მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებიდან კონფლიქტური სიტუაციები გაიხსენეს; იმსჯელეს გამომწვევ მიზეზებზე, შეაფასეს საკუთარი საქციელი, ისაუბრეს შეიძლებოდა  თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება და რა გზებისთვის უნდა მიემართათ საამისოდ. სკოლის აღსაზრდელები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ დადებითი ემოციები კონფლიქტურ სიტუაციებს აგვარებს.















სულის ვიტამინები

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნებს „სულის ვიტამინები“ უწოდეს. ისინი სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ და აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას. 

„კლასს პატარა ბიბლიოთეკარიც ჰყავს, რომელიც ბიბლიოთეკასთან ფორმალურ მხარეს აწესრიგებს“, - ყვება პედაგოგი, ელისო აბესაძე.


მისი ინფორმაციით, მოსწავლეებმა კვირის მანძილზე წაკითხული ნაწარმოებები შეაჯამეს -  დახატეს საყვარელი პერსონაჟები და გაიხსენეს  ფრაზები, რომლებიც მოეწონათ და დაამახსოვრდათ.

სკოლის აღსაზრდელებმა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს.





გამოვხატოთ ემოცია

ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოსწავლეთა ემოციური ინტელექტის განვითარების მიზნით არაერთ ღონისძიებას მართავს, რომლის მიზანია მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, გაბრაზებისას საკუთარი ემოციის მართვაში,  მეგობრების შეძენასა და  სხვების აზრის გათვალისწინებით, კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმაროს.

სკოლის მე-4 კლასში მოსწავლეებმა კლასის საათზე თავიანთი მეგობრები დაახასიათეს. მათ როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე ისაუბრეს, გაიხსენეს სხვადასხვა მაგალითი ბრაზზე, პატიებაზე, დათმობაზე, ურთიერთდახმარებასა და სიკეთეზე.

სკოლის აღსაზრდელებმა ნასწავლ და ცხოვრებისეულ მაგალითებს შორის პარალელები გაავლეს, საბოლოოდ კი შეთანხმდნენ მოწოდებაზე: „შორს ჩვენგან ძალადობა, გამოხატე ემოცია, მეტი ღიმილი, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული“.

მე-4 კლასის დამრიგებელი ნათია ლიკლიკაძე გახლავთ.


















ბედნიერების საიდუმლო-მართე შენი ემოცია

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების მიმართულებით პროექტი „ბედნიერების საიდუმლო“ ხორციელდება.
სასკოლო აქტივობაში მე-4ა კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ, რომელთა დამრიგებელი თამარ გაბრიაძეა. მათ ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე ემოცია, როგორ უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ის, რა გვჭირდება სიმშვიდის შესანარჩუნებლად და როგორ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს.
მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები ნახატების სახითაც გადმოსცეს.









„გაეცი ემოცია“

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება - „გაეცი ემოცია“ გამართეს. აქტივობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო პროექტის - „ემოციური ინტელექტის განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა. 

დამრიგებლთან, ხათუნა გეწაძესთან ერთად მოსწავლეებმა ემოციის მართვასთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ემოციის მართვა არის ის უნარი, რომლის დასწავლაც შესაძლებელია. 

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ემოციების მოსმენა, გააზრება, მართვა, მათთვის სახელის დარქმევა და შემდგომში  სასიკეთოდ გამოყენება.

აქტივობის დასასრულს მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  წარმატების მისაღწევად ინტელექტთან ერთად აუცილებელია ემოციების მართვისა და კონტროლის ცოდნაც. მათ აღნიშნეს, რომ უმჯობესია დადებითი ემოცია გამოვხატოთ და ერთმანეთს სამყარო გავუფერადოთ.




Wednesday, May 5, 2021

1 ივნისი - კიდევ ერთი მხიარული დღე

 ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესასწაულს სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. ღონისძიებაში ჩაერთო როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. გარდა სკოლის აქტივობებისა, ქალაქში ჩატარებულ ვაჟებს შორის ფეხბურთში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის გუნდმა მე-2 ადგილი მოიპოვა.  

პატარებმა ფერადი ცარცითა და ნაირ-ნაირი ბუშტებით მოხატეს და მორთეს სკოლის ეზო.

მეტი ინფორმირებისთვის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და ბუკლეტები, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ დღის მნიშვნელობას. მათი ნამუშევრები სკოლის ფოიეში  გამოიფინა.

„სიმღერით, ღიმილით, ცეკვითა და დადებითი განწყობით კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლისა და თითოეული მოსწავლის მეხსიერებაში.

ამ ლამაზ დღეს ქალაქის მასშტაბით დაეთმო სპორტული ღონისძიებები, სადაც სკოლის გუნდმა ვაჟებს შორის ფეხბურთში მე-2 ადგილი მოიპოვა. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ლაღ, მხიარულ, ფერად ბავშვობას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“