Friday, May 14, 2021

„გაეცი ემოცია“

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება - „გაეცი ემოცია“ გამართეს. აქტივობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო პროექტის - „ემოციური ინტელექტის განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა. 

დამრიგებლთან, ხათუნა გეწაძესთან ერთად მოსწავლეებმა ემოციის მართვასთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ემოციის მართვა არის ის უნარი, რომლის დასწავლაც შესაძლებელია. 

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ემოციების მოსმენა, გააზრება, მართვა, მათთვის სახელის დარქმევა და შემდგომში  სასიკეთოდ გამოყენება.

აქტივობის დასასრულს მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  წარმატების მისაღწევად ინტელექტთან ერთად აუცილებელია ემოციების მართვისა და კონტროლის ცოდნაც. მათ აღნიშნეს, რომ უმჯობესია დადებითი ემოცია გამოვხატოთ და ერთმანეთს სამყარო გავუფერადოთ.




No comments:

Post a Comment