სკოლის თვითმმართველობის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა.
დღეს, 25 თებერვალს სკოლის თვითმმართველობამ მოაწყო პერფორმანსი მშვიდობისთვის და თანადგომა გამოვუცხადა ჩვენს მოძმე უკრაინას.
"დღეს საქართველოში ოკუპაციის დღეა, ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას.რუსეთი საქართველოსთვისაც ისეთი ოკუპანტია,როგორიც უკრაინისთვის.არც საქართველო და არც უკრაინა არ არის თქვენი მიწა და არც არასდროს იქნება!დღეს უკრაინა ჩვენი სამშობლოცაა,ამიტომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.არცერთი ჩვენგანი არ დაბადებულა იმისთვის, რომ ეომა,მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება! უკრაინა გაიმარჯვებს! თქვენი გამარჯვება-ჩვენი გამარჯვებაა!"