Thursday, February 17, 2022

ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა

 სიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ჩაერთო ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამაში. ეკოსკოლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაციის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში ჩართვა გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენი მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან გარემოს, განუვითარდებათ პასუხისმგებლობა და მზრუნველობას გარემოს დაცვის მიმართ. მიიღებენ ცოდნასა და გამოცდილებას ბუნებისა და მისი კანონების შესახებ, შეისწავლიან სკოლის გარშემო ფლორასა და ფაუნას, დასახავენ გზებს ბიომრავალფეროვნების გაზრდისთვის. სკოლის გუნდის მიერ უკვე დაიგეგმა აქტივობები, რომელიც მიმართული იქნება ბიომრავალფეროვნების გაზრდისკენ, აგრეთვე ნარჩენების მართვასა და მის მინიმუმამდე შემცირების გზების დასახვისკენ.


ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახში და მის გარეთ- აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. ამაღლდება მოსწავლეთა ცნობიერება გლობალური საკითხების მიმართ, დაეხმარება მათ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
შეხვედრები გაიმართა როგორც კოლეგებთან ასევე მოსწავლეებთან . ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები . ქალბატონმა ლელამ გაგვაცნო მუშაობისთვის საჭირო სტრატეგიები, შემოგვთავაზა კომპოსტირების კუთხით მუშაობისთვის შეხვედრები და დავგეგმეთ განსახორციელებელი სამუშაოები.




No comments:

Post a Comment