Thursday, February 10, 2022

თანამშრომლობითი კულტურა

 სკოლაში გამუდმებით ხორციელდება შეხვედრები კოლეგებთან სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. 

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა განხორციელდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კუთხით. ქალბატონმა ლელამ გაგვაცნო სიახლეეები და მოგვცა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვა, მან აღნიშნა, რომ დიდი გამოწვევისა და განსხვავებული ამოცანის წინაშე დგას სკოლა. განათლების რეფორმის გარდამტეხ ეტაპზე საკლასო ოთახებში თვისებრივი ძვრები უნდა განხორციელდეს ყველა სკოლასა და საკლასო ოთახში არსობრივად (და არა ფორმალურად) უნდა დაინერგოს სწავლა-სწავლების ის პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს მყარი და საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირებას.









No comments:

Post a Comment