Monday, October 31, 2022

31 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ ,,ჰელოუინს”

 ,,ადამიანი ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან კულტურით განსხვავდება". დღესასწაულები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები ნებისმიერი ქვეყნის კულტურის ნაწილია, რომელსაც პატივისცემა და მოკრძალება სჭირდება. ამ საკითხის უკეთ გააზრებას დავუთმეთ ინგლისური ენის გაკვეთილი მე-6გ კლასში.

31 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ ,,ჰელოუინს” 🎃 ჩვენს გაკვეთილზე განვიხილეთ მისი წარმოშვების ისტორია, როგორ აღინიშნებოდა ის ძველად და თუ როგორი საკარნავალო დატვირთვა მიიღო დღეს, ბავშვებმა გაიგეს, რომ ,,ჰელოუინი” უძველესი ხალხური დღესასწაულია და ადრე ამ დღესასწაულს ბოროტი სულების განდევნის მნიშვნელობა ჰქონდა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და პრეზენტაციის სახით გაუზიარეს ერთმანეთს. ასევე გავავლეთ პარალელები ქართულ დღესასწაულებთან: ჭიაკოკონობა, ბერიკაობა და ლომისობა, ვიმსჯელეთ მათ მსგავსება განსხვავებებზე.”-მარიამ აბულაძე





Thursday, October 20, 2022

ანბანის შემობრძანება ჩვენ პირველკლასელებთან

 ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 17,18,19 ოქტომბერს ჩატარდა ანბანის შემობრძანების კვირეული, პირველკლასელები საზეიმო განწყობით შეეგებნენ ანბანს, პედაგოგებმა იმედა ზარქუამ, ირმა ჩირგაძემ და ელისო აბესაძემ სადღესასწაულო განწყობით ჩაატარეს შემეცნებითი და გასართობი გაკვეთილები, მრავალფეროვანი რესურსებითა და საინტერესო აქტივობებით დაუვიწყარი მოგონებები შეუქმნეს პატარებს. პირველკლასელები ლექსებითა და სიმღერებით შეეგებნენ ანბანს, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, შექმნეს ანბანის კოშკის მაკეტი, დიორამის გამოყენებით გაიხსენეს მულტფილმი ,,ბომბორა," მოისმინეს დედაენის შექმნის ისტორია, ისაუბრეს სწავლის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, ვარსკვლავი გაუხსნეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და მარტივ წინადადებას ,,აი ია", ზეიმის დასკვნითი ნაწილი გაიმართა სკოლის ეზოში, პირველკლასელებმა ლექსი მიუძღვნეს ქართულ ანბანს, წარმატებები უსურვეს ერთმანეთს ანბანის შესწავლაში და საზეიმოდ გაატანეს ცაში ჭრელაჭრულა ასო-ბგერები იისფერ ბუშტებს. კვირეული საინტერესო და საზეიმო აღმოჩნდა ყველასათვის, სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ინტერესით ადევნებდა თვალს მიმდინარე ღონისძიებებს. ქ.ქუთაისის N36სკოლის დირექცია და პედაგოგები წარმატებებს უსურვებენ პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვუსურვებთ მათ საინტერესო და ნაყოფიერ წლებს!