ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 17,18,19 ოქტომბერს ჩატარდა ანბანის შემობრძანების კვირეული, პირველკლასელები საზეიმო განწყობით შეეგებნენ ანბანს, პედაგოგებმა იმედა ზარქუამ, ირმა ჩირგაძემ და ელისო აბესაძემ სადღესასწაულო განწყობით ჩაატარეს შემეცნებითი და გასართობი გაკვეთილები, მრავალფეროვანი რესურსებითა და საინტერესო აქტივობებით დაუვიწყარი მოგონებები შეუქმნეს პატარებს. პირველკლასელები ლექსებითა და სიმღერებით შეეგებნენ ანბანს, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, შექმნეს ანბანის კოშკის მაკეტი, დიორამის გამოყენებით გაიხსენეს მულტფილმი ,,ბომბორა," მოისმინეს დედაენის შექმნის ისტორია, ისაუბრეს სწავლის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, ვარსკვლავი გაუხსნეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და მარტივ წინადადებას ,,აი ია", ზეიმის დასკვნითი ნაწილი გაიმართა სკოლის ეზოში, პირველკლასელებმა ლექსი მიუძღვნეს ქართულ ანბანს, წარმატებები უსურვეს ერთმანეთს ანბანის შესწავლაში და საზეიმოდ გაატანეს ცაში ჭრელაჭრულა ასო-ბგერები იისფერ ბუშტებს. კვირეული საინტერესო და საზეიმო აღმოჩნდა ყველასათვის, სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ინტერესით ადევნებდა თვალს მიმდინარე ღონისძიებებს. ქ.ქუთაისის N36სკოლის დირექცია და პედაგოგები წარმატებებს უსურვებენ პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვუსურვებთ მათ საინტერესო და ნაყოფიერ წლებს!
No comments:
Post a Comment