,,ადამიანი ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან კულტურით განსხვავდება". დღესასწაულები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები ნებისმიერი ქვეყნის კულტურის ნაწილია, რომელსაც პატივისცემა და მოკრძალება სჭირდება. ამ საკითხის უკეთ გააზრებას დავუთმეთ ინგლისური ენის გაკვეთილი მე-6გ კლასში.
31 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ ,,ჰელოუინს” ჩვენს გაკვეთილზე განვიხილეთ მისი წარმოშვების ისტორია, როგორ აღინიშნებოდა ის ძველად და თუ როგორი საკარნავალო დატვირთვა მიიღო დღეს, ბავშვებმა გაიგეს, რომ ,,ჰელოუინი” უძველესი ხალხური დღესასწაულია და ადრე ამ დღესასწაულს ბოროტი სულების განდევნის მნიშვნელობა ჰქონდა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და პრეზენტაციის სახით გაუზიარეს ერთმანეთს. ასევე გავავლეთ პარალელები ქართულ დღესასწაულებთან: ჭიაკოკონობა, ბერიკაობა და ლომისობა, ვიმსჯელეთ მათ მსგავსება განსხვავებებზე.”-მარიამ აბულაძე
No comments:
Post a Comment