Wednesday, April 3, 2019

გაკვეთილი ფიზიკაში, პედაგოგი ნანა ვაშაყმაძე

ფიზიკის პედაგოგმა, ნანა ვაშაყმაძემ მე-10 კლასში ჩაატარა შიდა შეფასების გაკვეთილი თემაზე:"ომის კანონი სრული წრედისათვის". გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ ააგოს ელექტრული წრედი, გამოიკვლიოს  რაოდენობრივი კავშირი ელექტრული წრედის მახასიათებელ სიდიდეებს შორის , რაოდენობრივად ჩამოაყალიბოს ომის კანონი წრედის უბნისა და სრული წრედისთვის.










რჩევები პროფესიის ასარჩევად - სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებს, რადგან მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდეს მის მთელ ცხოვრებაზე.   ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კონსულტაცია გაგვიწია  სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების  განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში მოწვეულმა კონსულტანტმა ნატალია თურქაძემ. 
პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ერთდღიან აქტივობას და მასზე მუშაობა გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია თავად გადაწყვეტილების მიმღებ პირზე - ზოგიერთი ადამიანი სწრაფად ახერხებს კარიერული გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ზოგიერთ ადამიანს წლები სჭირდება მისთვის იდეალური პროფესიის მოსაძიებლად. რთულია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ არსებობს კარიერული კონსულტაცია, იგივე კარიერის მართვა, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანს კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის პროფესიის არჩევისას. 
სწორედ პროფესიის არჩევის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარეობს ის, რომ პროფესიული უნარების განვითარების კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს მოსინჯოს საკუთარი ძალები ამა თუ იმ პროფესიაში, მიიღონ სიღრმისეული ინფორმაცია და შედეგად, დამოუკიდებლად შესძლონ გააზრებული და ინფორმირებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღება. კურსზე ჩართული პროფესიული მასწავლებლებისა და კარიერული კონსულტანტების მთავარიც მიზანი სწორედ პროფესიის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებაა მოსწავლისთვის. 
იქიდან გამომდინარე, რომ კარიერის მართვა ახალი დისციპლინაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და სკოლისა თუ პროფესიულ მასწავლებლები ნაკლებად ფლობენ სათანადო კომპეტენციებს, პროფესიული უნარების განვითარების კურსის ფარგლებში კარიერის მართვის კომპონენტის გაძღოლა კარიერული კონსულტანტების (პროფორიენტაციის სპეციალისტების) პრეროგატივას წარმოადგენს.


 ინფორმირებული და გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად პროფესიის მაძიებელს ესაჭიროება ინფორმაცია ოთხი ძირითადი ასპექტის შესახებ:

  • ცოდნა საკუთარი თავის შესახებ, 
  • ინფორმაცია პროფესიის შესახებ,
  • ინფორმაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ 
  • ინფორმაცია შრომის ბაზრის შესახებ. 


კარიერული კონსულტაციის/კარიერის მართვის სფეროს არსებული გამოცდილებითა და კვლევითი მონაცემებით სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ოთხივე კომპონენტის გათვალისწინება, რამეთუ ყოველი მათგანი ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან და ერთობლიობაში ქმნიან ჯაჭვს, რომლის ყოველი რგოლის არარსებობა თანდათან გვაშორებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. პროფესიული უნარების განვითარების კურსის მსვლელობისას პროფესიული მასწავლებელი და კარიერული კონსულტანტი მოსწავლეებს მუდმივად აწვდიდა  ინფორმაცია პროფესიის შემდეგი ასპექტების შესახებ:



  • პროფესიის მიზნები და დანიშნულება
  • პროფესიის სპეციალიზაციები
  • სამუშაო დავალებები და აქტივობები
  • სამუშაოს შესრულებისას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
  • სამუშაო გარემო
  • პროფესიის უპირატესობები და სირთულეები
  • მსგავსი პროფესიები


Tuesday, April 2, 2019

ჩვენ და "ახალი სკოლის მოდელი"

როექტში „ახალი სკოლის მოდელი“ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესის დაგეგმვა-გაუმჯობესებაზე სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ექსპერტები ხათუნა ფირცხალაშვილი, ნინო უგლავა და ავთანლილ ცნობილაძე პედაგოგებთან იმ ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება, წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა. სასწავლო პროცესის დაგეგმვა-წარმართვაში დახმარებას გვიწევს ქალბატონი ხათუნა ფირცხალაშვილი. ყოველი შეხვედრა წარმატებული და პროდუქტიულია.

 

ყოველი შეხვედრის შემდეგ წინ მივიწევთ და გვჯერა, რომ მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით საკუთარი გამოცდილებით შეიძენენ ცოდნას მათთვის უცნობ სფეროებში. 

დღეს, 2 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართა ისტ-ის ექსპერტთან ავთანდილ ცნობილაძესთან. შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც ფოტოები მეტყველებს.