პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება
არ წარმოადგენს ერთდღიან აქტივობას და მასზე მუშაობა გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში,
რაც დამოკიდებულია თავად გადაწყვეტილების მიმღებ პირზე - ზოგიერთი ადამიანი სწრაფად
ახერხებს კარიერული გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ზოგიერთ ადამიანს წლები სჭირდება
მისთვის იდეალური პროფესიის მოსაძიებლად. რთულია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება
დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ არსებობს კარიერული კონსულტაცია, იგივე კარიერის
მართვა, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანს კარიერასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებაში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის პროფესიის არჩევისას.
სწორედ პროფესიის არჩევის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარეობს ის, რომ
პროფესიული უნარების განვითარების კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს
მოსინჯოს საკუთარი ძალები ამა თუ იმ პროფესიაში, მიიღონ სიღრმისეული ინფორმაცია და
შედეგად, დამოუკიდებლად შესძლონ გააზრებული და ინფორმირებული პროფესიული
გადაწყვეტილების მიღება. კურსზე ჩართული პროფესიული მასწავლებლებისა და კარიერული
კონსულტანტების მთავარიც მიზანი სწორედ პროფესიის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის
მიწოდებაა მოსწავლისთვის.
იქიდან გამომდინარე, რომ კარიერის მართვა ახალი დისციპლინაა ქართულ
საგანმანათლებლო სივრცეში და სკოლისა თუ პროფესიულ მასწავლებლები ნაკლებად ფლობენ
სათანადო კომპეტენციებს, პროფესიული უნარების განვითარების კურსის ფარგლებში
კარიერის მართვის კომპონენტის გაძღოლა კარიერული კონსულტანტების
(პროფორიენტაციის სპეციალისტების) პრეროგატივას წარმოადგენს.
- ცოდნა საკუთარი თავის შესახებ,
- ინფორმაცია პროფესიის შესახებ,
- ინფორმაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ
- ინფორმაცია შრომის ბაზრის შესახებ.
კარიერული კონსულტაციის/კარიერის მართვის სფეროს არსებული გამოცდილებითა და კვლევითი მონაცემებით სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ოთხივე კომპონენტის გათვალისწინება, რამეთუ ყოველი მათგანი ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან და ერთობლიობაში ქმნიან ჯაჭვს, რომლის ყოველი რგოლის არარსებობა თანდათან გვაშორებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. პროფესიული უნარების განვითარების კურსის მსვლელობისას პროფესიული მასწავლებელი და კარიერული კონსულტანტი მოსწავლეებს მუდმივად აწვდიდა ინფორმაცია პროფესიის შემდეგი ასპექტების შესახებ:
- პროფესიის მიზნები და დანიშნულება
- პროფესიის სპეციალიზაციები
- სამუშაო დავალებები და აქტივობები
- სამუშაოს შესრულებისას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
- სამუშაო გარემო
- პროფესიის უპირატესობები და სირთულეები
- მსგავსი პროფესიები
No comments:
Post a Comment