Tuesday, April 2, 2019

ჩვენ და "ახალი სკოლის მოდელი"

როექტში „ახალი სკოლის მოდელი“ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესის დაგეგმვა-გაუმჯობესებაზე სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ექსპერტები ხათუნა ფირცხალაშვილი, ნინო უგლავა და ავთანლილ ცნობილაძე პედაგოგებთან იმ ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება, წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა. სასწავლო პროცესის დაგეგმვა-წარმართვაში დახმარებას გვიწევს ქალბატონი ხათუნა ფირცხალაშვილი. ყოველი შეხვედრა წარმატებული და პროდუქტიულია.

 

ყოველი შეხვედრის შემდეგ წინ მივიწევთ და გვჯერა, რომ მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით საკუთარი გამოცდილებით შეიძენენ ცოდნას მათთვის უცნობ სფეროებში. 

დღეს, 2 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართა ისტ-ის ექსპერტთან ავთანდილ ცნობილაძესთან. შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც ფოტოები მეტყველებს. 



No comments:

Post a Comment