გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ ცოდნა ერთობლივ მოქმედებებზე წილადებსა და ათწილადებზე და ყოფა-ცხოვრებაში მისი გამოყენების შესახებ.მათ მიეცათ სამი ტიპის კომპლექსური დავალება ცხოვრებისეულ საკითხებზე: მენეჯერულ საქმიანობაზე, სალათების დამზადებაზე და აგარაკის მშენებლობაზე. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას,შემოქმედებითად მიუდგნენ მის შესრულებას, არგუმენტირრებულად დაასაბუთენ შესრულებული სამუშაო და დაიმსახურენ მაღალი შეფასება.
მთავარი გვერდი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kutaisis36skola.blogspot.com/
Страницы
- მთავარი
- სკოლა
- მნიშვნელოვანი
- სკოლის დოკუმენტაცია
- თვითმმართველობა
- პროექტები
- სკოლის, მოსწავლეთა მიღწევები
- კომპლექსური დავალებები/ღია გაკვეთილები
- პროფორიენტაციის გაკვეთილები
- კონფერენციები
- გაკვეთილები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები
- უფასო წრე სკოლაში
- რესურსები
- ციფრული სკოლა
- სკოლის კურიკულუმი
- სხვადასხვა ღონისძიებები
- გამოკითხვები
Tuesday, April 27, 2021
ემოციური ინტელექტი (EQ)
წარმატებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ განივითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები და მართონ ემოციები. პიროვნული განვითარება ადამიანის არსებაში მიმდინარე თავისთავადი პროცესია. როდესაც ადამიანი პიროვნულად ძლიერი და შემდგარია მისთვის ნებისმიერი სახის სირთულე ადვილად დასაძლევია.
ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხით მე-8ბ კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა შესთავაზა ფილმი "თავისუფლების მწერლები”. ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია და ისაუბრეს თუ როგორ ცდილობს მასწავლებელი აჩვენოს ახალგაზრდებს როგორ გახდნენ წარმატებულნი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები. როგორ შთააგონებს მათ ისწავლონ ტოლერანტობა, რადგან შეძლონ არა ძალადობის გზით განსხვავებული კულტურის, რასის, სქესის, რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება და მეგობრობის გაღრმავება. რა ძალა და მუშაობა სჭირდებათ ერთმანეთის დასაფასებლად.
Thursday, April 22, 2021
გამოხატე და გამოიცანი ემოცია
ემოციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ფონად გასდევს ადამიანის ნებისმიერ საქმიანობას და გარემოს გამღიზიანებელზე ბუნებრივი პასუხია. როდესაც ემოციების მოჭარბება ხდება, ჩვენი რეაქციები ჩვეულებრივისგან განსხვავდება – ვაკეთებთ ან ვამბობთ იმას, რასაც ჩვეულებრივ არ გვახასიათებს. ბავშვობის ასაკში მსგავსი მდგომარეობა ხშირია, რაც ემოციების მართვისა და მათთან გამკლავების უნარების ნაკლებობით აიხსნება. იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ ემოციური თვითკონტროლისა და ემოციური ინტელექტის განვითარება ჩვენ შეგვიძლია მათთვის მხარდაჭერისა და დახმარების აღმოჩენა.
Tuesday, March 23, 2021
ტრენინგი მართე და აკონტროლე ემოცია
Thursday, March 18, 2021
კათედრების წევრებთან შეხვედრა და სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება
როგორც მოგეხსენებათ ცხოვრება გვიწევს პრობლემებით დახუნძლულ და უარყოფითი ემოციებით სავსე სამყაროში. ნეგატივის გამოწვევის მიზეზებია სახელმწიფოში შექმნილი რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ქვეყნიდან გასული, ემიგრანტი მშობლები, რომელთა შვილები განიცდიან ურთიერთობების დეფიციტს, აქვთ გაჯეტებთან მიჯაჭვულობა, განიცდიან ფსიქოლოგიურ საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას და უჭირთ ემოციების მართვა, რაც გამოწვეულია ემოციური ინტელექტის დეფიციტით.
დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია ნებისმიერი პიროვნების ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. ნუ დავტოვებთ ბავშვებს საკუთარ გრძნობებთან მარტო. მძიმე ემოციურ განცდებით
შეპყრობილი ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების
გვერდით ყოფნას, თანაგრძნობას და თანაგანცდას მათი მხრიდან. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში და მართვაშიც. საბოლოო ჯამში კი, ამ უნარის მეშვეობით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიმშვიდე და ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში. |
Sunday, February 28, 2021
ჩვენი გარემო - „მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2021 წლის 26 თებერვალს მე-4 -დ კლასში /პედაგოგი: ირმა კოჭბიანი/ USAID Basic Education Program ფარგლებში დაინერგა თემატური სასწავლო ერთეული ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (რომელიც შემუშავდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით)
Tuesday, June 23, 2020
ცეკვასა და სიმღერას არასდროს შევწყვეტ...
ლევანის უკეთ გასაცნობად რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
კითხვაზე, თუ რა არის თქვენთვის ხელოვნება, ლევანი გვპასუხობს: ხელოვნება ეს ჩემთვის აღმაფრენა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უფრო სწორად, ხელოვნება თავად ცხოვრებაა. მას ადამიანებში შეგრძნებების, ემოციების გაღვივება შეუძლია და მათ უკეთესობისკენ ცვლის...
მოგვიყევი შენ შესახებ...
ბევრს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ცეკვასა და სიმღერაზე შემიძლია გითხრათ (იღიმის). ქართული ცეკვის რთული ილეთების ოსტატობამ, დახვეწილობამ და სიდიადემ ბავშვობიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ყოვეთვის მინდოდა მეც ისე ლამაზად მეცეკვა და ჩემი გრძნობები გადმომეცა, როგორც ამას სცენაზე ან ტელევიზორის ეკრანზე ვხედავდი.
რადგან საკუთარი თავის შესახებ ბევრი არაფერი გვითხრა, ლევანს ვთხოვეთ, სამი სიტყვით დაეხასიათებინა საკუთარი თავი.
მისი პასუხი ასეთი გახლდათ: მშრომელი, მიზანდასახული და მებრძოლი.
ქართული ცეკვა სულს აყალიბებსო, გამიგია, შენში რა ცვლილებები გამოიწვია ხელოვნებისა და კონკრეტულად ქართული ცეკვის სიყვარულმა?
ალბათ ის, რომ ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ცეკვა სასიცოცხლო ენერგიით მავსებს და ჩემს ცხოვრებას ახალ ფერებს მატებს.
როგორ გგონია, წინა ცხოვრებაში რა პროფესიის ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყავი?
ეღიმება, ალბათ ის ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ... აუცილებლად ჩემს ქვეყანაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე შეყვარებული ქართველი ხელოვანი. ქართული ცეკვა არის ქართული ტემპერამეტის, ქართული სულისა და ხასიათის გამოხატულება. ალბათ, ეს ტემპერამენტი, სული და ხასიათია, მოსვენებას რომ არ მაძლევს და აგერ ამ ცხოვრებაშიც გადმომყვა...
კოსმოსში სიმღერა ჩაკრულოსთან ერთად რომელ ქართულ ცეკვას გააგზავნიდი?
ცეკვა ხორუმს. ჩაკრულო არის ქართული კულტურის უძლიერესი ფენომენი. ასევე მიმაჩნია ცეკვა ხორუმი, რომელსაც მგონია, რომ ბადალი არა ჰყავს. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ხორუმს ცეკვავდნენ იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი საბრძოლო ცეკვა ცეკვათა შორის... ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიის ამოიკითხვა ყველაზე უკეთ ხორუმით შეიძლება .
ლევანს ვკითხეთ სამომავლო გეგმების შესახებ.
ცეკვასა და სიმღერას არასდროს შევწყვეტ. სუხიშვილებთან ვაპირებ კარიერის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან მალე მოხდეს ჩემი ამ დიდ ოჯახში მიღება.
ვუსურვებთ ლევანს დასახული მიზნების მიღწევას და დიდ წარმატებას.






































