მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებიდან კონფლიქტური სიტუაციები გაიხსენეს; იმსჯელეს გამომწვევ მიზეზებზე, შეაფასეს საკუთარი საქციელი, ისაუბრეს შეიძლებოდა თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება და რა გზებისთვის უნდა მიემართათ საამისოდ. სკოლის აღსაზრდელები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ დადებითი ემოციები კონფლიქტურ სიტუაციებს აგვარებს.
მთავარი გვერდი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kutaisis36skola.blogspot.com/
Страницы
- მთავარი
- სკოლა
- მნიშვნელოვანი
- სკოლის დოკუმენტაცია
- თვითმმართველობა
- პროექტები
- სკოლის, მოსწავლეთა მიღწევები
- კომპლექსური დავალებები/ღია გაკვეთილები
- პროფორიენტაციის გაკვეთილები
- კონფერენციები
- გაკვეთილები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები
- უფასო წრე სკოლაში
- რესურსები
- ციფრული სკოლა
- სკოლის კურიკულუმი
- სხვადასხვა ღონისძიებები
- გამოკითხვები
Friday, May 14, 2021
დადებითი ემოციების სკივრი
მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებიდან კონფლიქტური სიტუაციები გაიხსენეს; იმსჯელეს გამომწვევ მიზეზებზე, შეაფასეს საკუთარი საქციელი, ისაუბრეს შეიძლებოდა თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება და რა გზებისთვის უნდა მიემართათ საამისოდ. სკოლის აღსაზრდელები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ დადებითი ემოციები კონფლიქტურ სიტუაციებს აგვარებს.
სულის ვიტამინები
მისი ინფორმაციით, მოსწავლეებმა კვირის მანძილზე წაკითხული ნაწარმოებები შეაჯამეს - დახატეს საყვარელი პერსონაჟები და გაიხსენეს ფრაზები, რომლებიც მოეწონათ და დაამახსოვრდათ.
სკოლის აღსაზრდელებმა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს.
გამოვხატოთ ემოცია
ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოსწავლეთა ემოციური ინტელექტის განვითარების მიზნით არაერთ ღონისძიებას მართავს, რომლის მიზანია მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, გაბრაზებისას საკუთარი ემოციის მართვაში, მეგობრების შეძენასა და სხვების აზრის გათვალისწინებით, კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმაროს.სკოლის მე-4ბ კლასში მოსწავლეებმა კლასის საათზე თავიანთი მეგობრები დაახასიათეს. მათ როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე ისაუბრეს, გაიხსენეს სხვადასხვა მაგალითი ბრაზზე, პატიებაზე, დათმობაზე, ურთიერთდახმარებასა და სიკეთეზე.
ბედნიერების საიდუმლო-მართე შენი ემოცია
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების მიმართულებით პროექტი „ბედნიერების საიდუმლო“ ხორციელდება.
სასკოლო აქტივობაში მე-4ა კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ, რომელთა დამრიგებელი თამარ გაბრიაძეა. მათ ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე ემოცია, როგორ უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ის, რა გვჭირდება სიმშვიდის შესანარჩუნებლად და როგორ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს.
მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები ნახატების სახითაც გადმოსცეს.
„გაეცი ემოცია“
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება - „გაეცი ემოცია“ გამართეს. აქტივობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო პროექტის - „ემოციური ინტელექტის განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა. დამრიგებლთან, ხათუნა გეწაძესთან ერთად მოსწავლეებმა ემოციის მართვასთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ემოციის მართვა არის ის უნარი, რომლის დასწავლაც შესაძლებელია.
სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ემოციების მოსმენა, გააზრება, მართვა, მათთვის სახელის დარქმევა და შემდგომში სასიკეთოდ გამოყენება.
აქტივობის დასასრულს მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წარმატების მისაღწევად ინტელექტთან ერთად აუცილებელია ემოციების მართვისა და კონტროლის ცოდნაც. მათ აღნიშნეს, რომ უმჯობესია დადებითი ემოცია გამოვხატოთ და ერთმანეთს სამყარო გავუფერადოთ.
Wednesday, May 5, 2021
1 ივნისი - კიდევ ერთი მხიარული დღე
ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესასწაულს სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. ღონისძიებაში ჩაერთო როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. გარდა სკოლის აქტივობებისა, ქალაქში ჩატარებულ ვაჟებს შორის ფეხბურთში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის გუნდმა მე-2 ადგილი მოიპოვა.
პატარებმა ფერადი ცარცითა და ნაირ-ნაირი ბუშტებით მოხატეს და მორთეს სკოლის ეზო.
მეტი ინფორმირებისთვის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და ბუკლეტები, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ დღის მნიშვნელობას. მათი ნამუშევრები სკოლის ფოიეში გამოიფინა.
„სიმღერით, ღიმილით, ცეკვითა და დადებითი განწყობით კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლისა და თითოეული მოსწავლის მეხსიერებაში.
ამ ლამაზ დღეს ქალაქის მასშტაბით დაეთმო სპორტული ღონისძიებები, სადაც სკოლის გუნდმა ვაჟებს შორის ფეხბურთში მე-2 ადგილი მოიპოვა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ლაღ, მხიარულ, ფერად ბავშვობას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“
Saturday, May 1, 2021
თვითრეგულაცია, საკუთარი ემოციების კონტროლი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელებს შორის გაიმართა ტრადიციული ინტელექტუალური შეჯიბრი "ჩვენ გვიყვარს საქართველო", რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ისტორიის პედაგოგი, ინეზა კაციტაძე.
გარდა იმისა რომ მოსწავლე ასეთი აქტივობებით კიდევ უფრო ეუფლება ცოდნას, აგრეთვე მსგავსი ღონისძიებები დიდ როლს თამაშობს ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხითაც, რადგან თვითრეგულაცია , რომელიც საკუთარი ემოციების კონტროლისა და იმპულსების შეკავების უნარია ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისათვის, რათა მან შეძლოს სტრესთან გამკლავება, კონფლიქტების მართვა, სწორი კომუნიკაცია.














































