Tuesday, June 5, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ნარგიზა მარგველაშვილი

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 სკოლაში  30 მაისს გაიმართა პედაგოგ ნარგიზა მარგველაშვილის მიერ XI კლასში წარმოებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საკითხით დაინტერესებული პედაგოგები. კვლევის თემას წარმოადგენდა: „ უფროსკლასელთა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.“ პედაგოგმა კვლევის ანგარიში აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაციის სახით power point-ის პროგრამით. იხილეთ ლინკი:

პრეზენტაციაზე პედაგოგს გამოყენებული ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობები: კომპიუტერი, პროექტორი და მეხსიერების ბარათი. პრეზენტაციაზე დაწვრილებით ისაუბრა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია კვლევის შედეგების შესახებ.
ისაუბრა:  კვლევის საკითხის შერჩევის,  საკვლევი პრობლემის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრის,  კვლევის პრინციპების, მეთოდებისა და მიდგომების, კვლევის ტიპების,  კვლევის თეორიული ცოდნის მნიშვნელობის,  კვლევის პროცესში მიღებული გამოცდილების შესახებ. ხაზგასმით აღნიშნა პრაქტიკის კვლევის ანგარიშის დაწერის სტრუქტურის შესახებ.
კვლევის წარდგენის შემდეგ კოლეგებიდან მიიღო უკუკავშირი:
1.მასწავლებლის საქმიანობაში პრაქტიკული კვლევის განხორციელება აუცილებელია. კვლევა ეხმარება მასწავლებელს არსებული პრობლემის იდენტიფიცირებაში, პრობლემის გადასაჭრელი გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში. თქვენი კვლევა საინტერესო და აქტუალურია. მოსწავლეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით მაღალ კლასში, იშვიათად ასრულებს საშინაო დავალებას. ამიტომ დავალების შესრულება მათთვის საინტერესო სივრცეში, მოტივაციას აუმაღლებს და გააუმჯობესებს შედეგებს. აღნიშნული კვლევის მიგნებებს დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში, მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობისას, შვილების აკადემიური მიღწევების გაცნობის მიზნით. 
2. მნიშვნელოვანიცაა და აუცილებელიც. პრაქტიკული კვლევის განხორციელება მასწავლებელს საშუალებას აძლევს იკვლიოს საკუთარ საქმიანობა, გამოავლინოს ახალი საჭიროებები, დაგეგმოს მისი მოგვარების გზები. 
3. პრაქტიკული კვლევის განხორციელება მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი კომპონენტია. კვლევა ხელს უწყობს მასწავლებელს პრობლემის იდენტიფიცირებაში, მისი გადაჭრის გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში. თქვენი კვლევა საინტერესო და აქტუალურია. მოსწავლეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, იშვიათად ასრულებს საშინაო დავალებას. კვლევაში მოცემული გადაჭრის გზები საინტერესო და ეფექტურია. ფაქტიურად მოსწავლეებს დავალების შესრულება მათთვის მისაღებ და საინტერესო სივრცეში უწევთ, რაც მათი მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს დროთა განმავლობაში. აღნიშნული კვლევის მიგნებებს დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში, მშობლებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათთვის შვილების აკადემიური მიღწევის გაცნობის მიზნით.
 4.მასწავლებლის პრაქტიკული კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს არსებული პრობლემის შესწავლას და მისი გადაჭრის მეთოდების დანერგვას და კოლეგებისთვის გაზიარებას. კვლევაში სრულად არის მოცემული, რომ საშინაო დავალების შესრულება ერთ– ერთი მთავარი ინსტრუმენტია მოსწავლეთა მოტივაციისა ამაღლებასა და წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, თუ ეს დავალებები მიწოდებული იქნება ელექტრონულად. მოსწავლე უფრო მოტივირებული ხდება. კვლევის ავტორი არა მარტო უგზავნის მოსწავლეებს დავალებებს, არამედ მათი შესრულების მეთოდებსაც უხსნის. კვლევის შედეგები დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს და მასწავლებელს.
 5.ეს პრობლემა ასევე აქტუალურია დაწყებით საფეხურზეც, ამიტომ ახალი მეთოდებისა და მიგნებების გამოყენება დაბალი საფეხურიდან უკეთეს შედეგზე გაიყვანს მოსწავლეს, რადგან უკვე მაღალ საფეხურზე გადასვლასთან ერთად მატულობს საშინაო დავალების სიხშირე და სირთულეც. საშინაო დავალების კარგად შესრულება კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, რაც მათ შედეგზე გასვლას უზრუნველყოფს. 35 6.ვთვლი, რომ საინტერესო კვლევაა, სტრუქტურულად აწყობილია თანმიმდევრულად და ზუსტად ასახავს არსებულ სურათს.მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მათთვის საინტერესო დავალებების შეთავაზება, დოზირებულად დავალებების მიცემა ნამდვილად აამაღლებს მათ მოტივაციას, რაც შედეგზე გასვლას და აკადემიური მოსწრების წინსვლას შეუწყობს ხელს. 
7.საკითხი მეტად აქტუალურია რადგან საშინაო დავალების შესრულება მისი სრულყოფილად წარმოდგენა ყოველთვის უჭირთ მოსწავლეებს და ამ მხრივ სხვადასხვა აქტივობებისა და მეთოდების დანერგვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს და დაინტერესებაც უფრო მეტი იქნება მოსწავლეების მხრიდან. ეს კიდევ უზრუნველყოფს მოტივაციის ამაღლებას მათში.

იხილეთ ლინკი:

No comments:

Post a Comment